კიევის “დინამომ” ქართველი მცველი დავით იაშვილი დაითხოვა. უკრაინული საფეხბურთო გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იაშვილი კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.
20 წლის მცველი, რომელიც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი და უკრაინული პასპორტი აქვს, “დინამოში” 2012 წლის დეკემბერში “ობოლონიდან” გადავიდა. მან კიეველთა დუბლშემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა. იაშვილი უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.