ფეხბურთი

12:32 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი ყოფილი “დინამოელი” ბაქოს “ინტერში”

აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის azerifootball.com-ის ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” ყოფილი განაპირა ნახევარმცველი კარლეს კოტო მომავალი სეზონიდან კარიერას ბაქოს “ინტერში” გააგრძელებს.

კოტო “დინამოში” 2011-2013 წლებში გამოდიოდა და 44 მატჩში 2 გოლი გაიტანა. შარშან, ის ბელარუსის ჩემპიონატში მინსკის “დინამოს” შემადგენლობაში ასპარეზობდა, საიდანაც სეზონის მერე დაითხოვეს. ამ ზამთარს 26 წლის ესპანელი ყაზახეთის “აქტობეში” ისინჯებოდა, ხოლო ამჟამად უზებეკეთის პირველობაზე “ბუნიოდკორში” თამაშობს.

კოტოს უზბეკებთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება და azerifootball.com-ის მტკიცებით მისი შემდეგი კლუბი “ინტერი” იქნება, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის. შეგახსენებთ, რომ ბაქოელთა რიგებში ესპანელი მიკელ ალვარო გამოდის, რომელსაც თანამემამულესთან ერთად “დინამოში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097475