კალათბურთი

12:40 | 26.06.2013 | ნანახია 391 - ჯერ

კიდევ ერთი დღე ქუჩის კალათბურთით

27-28 ივნისს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კალათბურთის (სთრითბოლის) ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატის პირველი დღე ჯგუფურ ეტაპს დაეთმობა, მეორე დღეს კი ფინალების სერიას ვიხილავთ.

ჩემპიონატი სტანდარტული სთრითბოლის პრინციპით ჩატარდება, თამაში 3X3-ზე, მონაწილეებს 10 წუთი მიეცემათ თავის გამოსაჩენად, ტაბლოზე 14 წამის ამოწურვის შემდეგ სვლა მოწინააღმდეგე გუნდზე გადადის. ქულების აღრიცხვისას სტანდარტული სამქულიანი (ზონის გარე) 2 ქულად ეთვლება გუნდს, შესაბამისად, სტანდარტული ორქულიანი (ზონის შიდა) - 1 ქულად. მშრალი ანგარიშის პრინციპი არ მუშაობს, შეტევის პრინციპიც მარტივია, გადაცემის გაკეთების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ დაიწყონ შეტევა.

რეგისტრაცია 26 ივნისს მთავრდება. დარეგისტრირების პირობები მარტივია, მსურველები ტელეფონის, იმეილის ან ფეისბუკის საშუალებით უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს და წარადგინონ ოთხკაციანი გუნდი, შესაბამისად სახელებით და გვარებით და გუნდის დასახელება. თითო გუნდს შეუძლია ყავდეს მხოლოდ ერთი პროფესიონალური გუნდის (სუპერლიგის) მოთამაშე.

შეჯიბრის ორგანიზატორები ახალგაზრდა კალათბურთელები ვატო ბააკაშვილი (სოხუმი) და ალექსანდრე სოხაძე არიან. ჩემპიონატი მერიის მხარდაჭერით ტარდება და საკმაოდ საინტერესო სპონსორთა ჩამონათვალი აქვს, როგორებიცაა, ტურისტული კომპანია https://www.turi.ge, სპორტული ტანსაცმლის მაღაზია “New Balance” და ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „მობი“. ადგილზე თქვენ ასევე შეხვდებით Redbull-ის წარმომადგენლობას თავისი პროდუქტით.

ჩემპიონატს მსაჯობას კალათბურთის ფედერაციის მიერ სპეციალურად გამოყოფილი მსაჯთა კოლექტივი გაუწევს.

შეჯიბრს წარუძღვება ლევან ჯიბღაშვილი.

ვატო ბააკაშვილი (ჩემპიონატის ორგანიზატორი): მოლოდინები, რა თქმა უნდა დიდია, ველოდებიტ უამრავ მონაწილეს და კიდევ უფრო მეტ მაყურებელს ჩემპიონატზე. ადგილიც საკმაოდ კარგად არის შერჩეული, თბილისის ცენტრალურ უბანში ტარდება ჩემპიონატი. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ჩვენი მხრიდან ვეცდებით მაქსიმალურ სრულყოფას ყველა ასპექტში.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:58 | 22.12.2017
eke99 (1362)

მზად თორემ არ დაბრდღვნას

0.065716
391