ფეხბურთი

11:34 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კელერი “შალკეში” რჩება

გელზენკირხენის “შალკეს” მმართველთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და გუნდის მთავარი მწვრთნელი იენს კელერი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება.

პრესაში ვარაუდობდნენ, რომ 43 წლის სპეციალისტს დაითხოვდნენ, რადგან ბუნდესლიგაში მე-7 ადგილზე ყოფნა კლუბის ხელმძღვანელობისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ ჩაითვლება. მაგრამ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მწვრთნელმა თანამდედობა შეინარჩუნა და ის გუნდში ახალი წლის სადღესასწაულო დღეების შემდეგაც იმუშავებს.

“შეხვედრაზე ობიექტურად და კონსტრუქციულად განვიხილეთ ყველა ის თემები, რომლებიც გუნდს ეხება. ასევე, ჩავატარეთ ზუსტი ანალიზი იმისა, რაც ბოლო დროს გაუმჯობესდა. იენს კელერი და მისი სამწვრთნელო შტაბი მუშაობას განაგრძობს. სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადება 3 იანვარს დაიწყება” - წერია “შალკეს” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კელერი “შალკეს” მთავარ გუნდს 2012 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს. მანამდე ის გელზენკირხენელთა 17-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა. ამა წლის მაისში მან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122172