ფეხბურთი

21:28 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კელერი: “ბორუსიასთან” მატჩს მოუთმენლად ველით”

შაბათს ბუნდესლიგაში რურის დერბი გაიმართება. იურგენ კლოპის დორტმუნდის “ბორუსია” გელზერკინხენში ჩადის. შეხვედრის წინ “შალკეს” მთავარმა მწვრთნელმა იენს კელერმა კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთელებთან არ მიწევს მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობა. მათ კარგად ესმით დამდეგი მატჩის მნიშვნელობა. მოუთმენლად ველით თამაშის დაწყებას”, – აღნიშნა კელერმა.

ბოლო ტურში “შალკემ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ვერდერში. კელერის გუნდისთვის ბუნდესლიგაში პირველი მოგება სწორედ ხსენებულ მატჩში შედგა და გუნდმა მე-13 ადგილზე აინაცვლა.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116809