ფეხბურთი

2:30 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ ვყვარებივარ ქართველ ერს”

კახა კალაძის გაცილების მატჩის შემდეგ, “დინამო არენას” მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებთან წარსდგნენ ახლო წარსულში “მილანის” შესანიშნავი მოთამაშეები: დანიელე მასარო, მასიმო ოდო და ბოლოს, განუმეორებელი პაოლო მალდინი. ქართველთგან კი პარტივი შოთა არველაძემ, მატჩის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიოზტორმა, დავით მუჯირმა და რა თქმა უნდა, თავად კახა კალაძემ დაგვდეს:

დანიელე მასარო: თბილისში არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. “კალა” მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, ფანტასტიკური საფეხბურთო კარიერის შემდეგ, კვლავ წარმატებულად აგრძელებს ცხოვრებას, ოღონდ ამჯერად აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში. დღევანდელი სავსე სტადიონიც ამის დასტურია.

დავით მუჯირი: უპირველესად, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს. ჩვენი პირველივე პრესკონფერენციიდან მოყოლებული, იგრძნობოდა თქვენი დიდი თანადგომა და უთქვენოდ, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ღონისძიების ორგანიზება. ასევე დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ. როცა კახამ თავისი გაცილების ორგნიზება მთხოვა, ვუთხარი, რომ საქმეს ისე მოვეკიდები, თითქოს საკუთარ გაცილებას ვაკეთებდე მეთქი. სასიხარულოა, რომ ეს დღე შედგა. ყველაფერი კარგად დაიწყო და დადებითი ემოციებით დამთავრდა. ვფიქრობ, ქართველ გულშემატკივრებს დიდ ხანს ემახსოვრებათ ეს მშვერნიერი საღამო. მადლობა სტადიონზე მოსულ ყველა ქომაგს, მადლობა სტურებს. სხვათა შორის, ამ ღონისძიებაზე ერთგვარი არაოფიციალური რეკორდიც დამყარდა, თამაშამდე 5 დღით ადრე, ფაქტობრივად, ბილეთები აღარ დარჩა. ასვე მადლობას ვუხდი საორგანიზაციო ჯგუფს, რომლებსაც ამ დღეებში თითქმის არ ეძინათ და ურთულესი სამსახური გასწიეს.

შოთა არველაძე: მთავარი ის არის, რომ კახა გამარჯვებული ადამიანი და ყველასათვის სამაგალითოა. მან არა-ერთი რთული პერიოდი გამოიარა ცხოვრებაში და არა მარტო ფეხბურთში, ამიტომ ის იმის მაგალითიცაა თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი დიდ პრობლემებს და საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგაც ასე წარმატებულად გააგრძელოს ცხოვრება და მოღვაწეობა. მადლობა მას, რომ ყველას დაანახა, როგორ ფასდება ჩვენში ღირსეული ადამიანი, ნიჭი და შრომა. მადლობა სტუმრებს. მერწმუნეთ, ასეთი რანგის ხალხის ჩამოყვანა იოლი საქმე არ არის. ამას დიდი ავტორიტეტი სჭირდება. კახა დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ელჩი იყო ევროპაში და მან ეს ყველასფერი დაიმსახურა.

მასიმო ოდო: რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში იტალიის ნაკრებთან ერთად, მაგრამ სტადიონზე ამდენი ხალხი არ მახსოვს. “კალა” დიდებული ფეხბურთელი იყო და ნამდვილად დაისახურა ეს ზეიმი.

პაოლო მალდინი: ბედნიერები ვართ, რომ “კალას” გაცილებაზე ჩამოვედით. სავსე ტრიბუნები კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, თუ როგორ უყვართ გულშემატკივრებს კახა. მოხარული ვარ, რომ მისი მეგობარი მქვია.

კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს, ჩემს ერთგულ გულშემატკივარს. მარალაც ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ ვუყვარვარ ქართველ ქომაგს. მადლბა მათაც, ვინც დღეს სტადიონზე მოსვლა ვერ მოახერხა და პირდაპირ ეთერში უყურა მატჩს. მადლობა თქვენ ჟურნალისტებს, უთქვენოდ ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი. სწორედ ქართველი ხალხის დიდმა სიყვარულმა შემაძლებინა ყველაფერი. სხვაგვარად არაფერი გამომივიდოდა. როცა ”მილანის” თუ ნებისმიერი სხვა კლუბის მაისურით გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ ჩემს უკან საქართველო იდგა, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა ევროპაში და ყველას გაეგო საიდან ვიყავი.

0.288069