არნემის “ვიტესმა” შინ ვერ სძლია “გოუ ეჰედ იგლზს” – 2:2. არნემელები სულაც 0:2-ს აგებდნენ და პირველი საპასუხო გოლი გურამ კაშიამ გაიტანა 72-ე წუთზე. მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს, კაშიამ ორთაბრძოლისას თავი შეაგება და შორეულ კუთხეში გაიტანა. ეს გურამის მეორე გოლია მიმდინარე ერედივიზიონში: პირველი “ფეიენოორდს” გაუტანა.
კაშიას გოლი: http://www.dailymotion.com/video/x1roqoy_guram-kashia_sport
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი 58-ე წუთზე ჩაერთო მატჩში და საგოლე პასი მიითვალა: სწორედ მის ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა პროპერის გოლი, რომელიც მე-80 წუთზე გავიდა.
ჰოლანდიაში ერთი ტური დარჩა: “ვიტესი” მეხუთე ადგილზეა – ერთი ქულით ჩამორჩება პსვ-ს და ერთი ქულით უსწრებს “ჰერენვენს”.
რუსეთში ჯანო ანანიძის “როსტოვი” გია გრიგალავას “ანჟის” 1:1-ზე გაეყარა. ჯანო, რომელიც აქტიური იყო და კარგი მატჩი ჩაატარა, ბოლო წუტებძე შეცვალეს, ხოლო გრიგალავა 90 წუთი გაისარჯა. “როსტოვი” მერვე ადგილზეა, “ანჟი” კი აუტსაიდერია და ფაქტობრივად, გავარდნილია.
ყაზანის “რუბინმა” მოსკოვში 1:2 წააგო ცსკა-სთან და მეათე ადგილზე დარჩა. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო.
დანიაში “ორჰუსმა” გასვლაზე 0:3 წააგო “ვიბორგთან” და ბოლო ადგილზეა. მართლაც საინტერესოა, როგორ მოახერხა “ორჰუსმა” ფსკერზე ჩასვლა... გუნდი ჩემპიონატის შუაში შემდეგ ზედა ხუთეულში იყო და ევროთასებზე გასასვლელად იბრძოდა. “ვიბორგთან” ქართველებიმინდორზე არ გამოჩენილან – მხოლოდ, დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო. დავით დევდარიანი და მათე ვაწაძე განაცხადს მიღმა დარჩნენ.
თურქეთში შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” შინ 2:0 სძლია “ანთალიასფორს” და მეექვსე საფეხურზეა. ზურაბ ხიზანიშვილის “ქაისერისფორმა”კი შინ 1:3 წააგო ‘ქარაბუქსფორთან”, ბოლო ადგილზე დარჩა და ფაქტობრივად, გავარდნილია. ხიზანიშვილს მენისკი აწუხებს და ამიტომაც ვერ თამაშობს ბოლო ტურებში.
უკრაინაში “ილიჩივეცმა” შინ 0:0 ითამაშა “სევასტოპოლთან”. დავით თარგამაძემ შეუცვლელად ითამაშა (ყვითელიც მიიღო), ხოლო”სევასტოპოლში” ქართველები არ გამოჩენილან: მათე ღვინიანიძეს ტრავმა აქვს, ხოლო დავით დარციმელია სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ. “ილიჩივეცი” და “სევასტოპოლი”, შესაბამისად, მეცხრე და მეათე ადგილზე არიან.
მეექვსეზე მყოფმა “ზორიამ” შინ 1:0 აჯობა “ჰოვერლას”, თუმცა ჯაბა ლიპარტიას არ უთამაშია – სათადარიგო გახლდათ. “კარპატიმ” შინ 2:2 დაასრულა მატჩი ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” და მეტერთმეტეზეა. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
და “დნიპროს” მარცხზეც: ხუანდე რამოსის გუნდმა ხარკოვში 1:2 წააგო “მეტალისტთან” და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “შახტარს”, არადა, 3 კვირის წინ “დნიპრო” ლიდერობდა და საჩემპიონო რბოლაში ფავორიტი იყო. ჯაბა კანკავამ პირველი ტაიმი ითამაშა და შეცვალეს, ხოლო სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე არც ამჯერად ყოფილან განაცხადში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი კონკურსია ნახეთ
0?'>http://fanebi.com/rogor-moigoth-konkursi-fanebi-com-ze-video/#.U15Kz62aHn8':'>http://fanebi.com/rogor-moigoth-konkursi-fanebi-com-ze-video/#.U15Kz62aHn8'))
ვიტესი და კასიმპაშა დზმებია დაიწკეს კარგად ბოლოს.... სადაც კარტველი ტამაშობს კველა ესეტი ტარაკუააააა
Shota grigalashvilma gautana ori goli kviprosis titkmis chempions ael-s da dzalianac anerviula.... levan magradzeze rato arapers wert aradipou-s ermisshi meore axalgazrdoba ro gaexsna da mteli kviprosi magas ambobs rac wlebi gadis uketesi xdebao.
ეჰ, რაც ვიტეს შეგნებულად თამაშები გაუტეხია...
ვიტესზე საშინელი გუნდი ალბათ არ არსებობს,საჩემპიონოდ უბერავენ სეზონის პირველ ნახევარში და შემდეგ კი სუსტ მეტოქეებთან კარგავენ ქულებს და ევროპის ლიგაზეც ვეღარ ხვდებიან,თან უკვე რამდენიმე წელია ასეა
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ეს ვიტესი სულ ასეა,კარგად იწყებენ ხოლმე და მერე ბოლოში ურევენ...
რა გუნდია გაგაგიჟებს რა ბოლო 2 ტურია სულ ესენი მიტეხავენ ,,,,,
ცუდია ვიტესი ევროზონაში რო ვერ შედის, მაგრამ კარგია კაშიას და ყაზაიშვილის ფორმაში შესვლა