არნემის "ვიტესი", რუმინეთში პლოეშტის "პეტროლულთან" სათამაშოდ 19 ფეხბურთელით ჩავიდა. სამივე ქართველი გუნდშია: გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია. მართალია, ჭანტურიას 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატზე ვრცელდება, "პეტროლულთან" კი, ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩია.
კაშიამ "პეტროლულის" ფორვარდ ჰამზა იუნესს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, "ვიტესს" უსუსტესი დაცვა ჰყავსო.
"მან ჩვენ გამოგვიწვია. მინდორზე ვნახავთ, რა როგორ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კარგ შედეგს მინაღწიოთ. "პეტროლული" ძლიერი გუნდია და დიდი მოტივაცია აქვს. ისინი გამოუცდელები არიან, თუმცა დიდი ევროპული გამოცდილება არც ჩვენ გვაქვს", _ თქვა კაშიამ.
"ვიტესის" კაპიტანი ყურადღებას ამახვილებს II საკვალიფიკაციო ეტაპზე მომხდარ სენსაციაზე, როცა ჰოლანდიური "უტრეხტი" ლუქსემბურგის "დიფერდანჟმა" გამოთიშა.
"ხომ ნახეთ, რა მოხდა?! ასეთი რამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ზედიზედ მეორედ გავდივართ ევროტურნირებზე. მთელი სეზონი ვიშრომეთ აქ რომ მოვხვედრილიყავით. ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვსურს".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
კაია პირდაპირი თუ იქნა
dinamo school baby
ვიტესი გავა წელს ევროპის ლიგაზე
ქომაგების დამსახურებით დღეს პირდაპირი რეპოტაჟი იქნება!
ქომაგებს დიდი მადლობა და მალე მოგებაც მომელოცოს
მადლობა ყველა ქომაგს, მაგრად გამიხარდა
მიდი კაშია, გაგვახარე როგორც დვალიშვილი გვახარებს, იმედია ჭანტურიასაც ვიხილავთ.
ჭანტურია იქნებააა ძირითადში...
წარმატებები და იმედია ქართულ გუნდებს არ შეხვდებით შემდეგში, თორემ ვეღარ შეხვალთ ჯგუფში )))
stripslashes((strlen('http://www.geofcfan.com/')>0?'http://www.geofcfan.com/':'http://www.geofcfan.com/')) - უფასო და ფასიანი პროგნოზები, LiveScore, LiveTV
შედით ყველა გთხოვთ
მაგარი ხარ !
დღეს ვაკო ძრითადში!!!!! ოფიციალურ თამაშებშიც უნდა დაიწყოს ახლა თავის გამოჩენა!
მიდი კაშო ! ფეხი არ გაანძრევინო მაგათ , მერე ილაქლაქონ დაცვაზე : დდ