ფეხბურთი

12:38 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ვამაყობ საკუთარი ფეხბურთელებით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, გელზენკირხენში “შალკესთან” 6:1 მოგებული მატჩის შემდეგ, საკუთარი შეგირდებისთვის კომპლიმენტები არ დაიშურა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” 18 მარტს უნდა გაიმართოს, თუმცა, პირველი შეხვედრის შედეგის გათვალისწინებით, მას აზრი აქვს დაკარგული.

“მშვენიერი თამაში იყო. ეს ფანტასტიკაა. გუნდმა ისე იმუშავა, როგორც ერთმა მთლიანმა. მე ვამაყობ საკუთარი ფეხბურთელებით. დაცვასა თუ შეტევაში, შეუდარებლები ვიყავით. განსაკუთრებით სახიფათოდ სამი შემტევი გამოიყურებოდა. პირველი თამაში ძალიან მაგრად ჩავატარეთ, მაგრამ ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება უნდა განვაგრძოთ. დიდი ალბათობით, “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ იმ სპექტაკლის გამეორებას ველი, რაც “შალკეს” მოვუწყვეთ” - განაცხადა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111642