მარიო ბალოტელის, ინგლისში გადაბარგების შემდეგ, ბრიტთა კუძულზე თავისი აწუკვე ყოფილი გულისსწორი, ფანი ნეგუეშა არ წაჰყვა, რამაც მარიოს უმალ მიაღებინა გადაწყვეტილება და ისე მალე იპოვა ახალი გულისსწორი, მის ყოფილ საყვარელს ბრაზისგან თვალებიდან სულ ნაპერწკლები აყრევინა.
ფანი ნეგუეშამ ბულვარული მედიის წარმომადგენლებს შესჩივლა, რომ “სკუადრა აძურასა” და ახლა უკვე “ლივერპულის” ფორვარდმა, იგი ძალიან მალე დაივიწყა და მოდელ კარლა ჰოუზე გასცვალა. მარიოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მისი ახალი რომანი უკვე რეალობაა.
რაც შეეხება ბალოტელის ახალ გულისსწორს - ეს ის კარლა ჰოუა, რომელიც უკვე არაერთი წელია “ფლეიბოის” სახედ ითვლება, თავის დროზე პატრის ევრას სატრფო იყო და ამ ქალბატონს გარეგნობაც მშვენიერი აქვს. უცნობია თუ სად შეხვდა და გაიცნო იტალიელმა ფეხბურთელმა ეს ლამაზმანი, მაგრამ ”მოსახდენი” თუ მოხდა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარა აქვს.







