დღე ერთია და ამერიკელი კალათბურთელის, კრის ჰემფრისის ყოფილი ცოლის, წარმოშობით სომეხი მოდელისა და მსახიობის, კიმ კარდაშიანის შესახებ გავრცელებული ჭორ-მართალი – ათასი.
თურმე ნუ იტყვით და, უკანალი მუდმივად ფორმაში რომ იყოს, 33 წლის კარდაშიანმა სახლში სპეციალური სავარჯიშო დარბაზიც კი გააკეთა და აღსანიშნავია, რომ ყველა ტრენაჟორი სპეციალურად უკანალისთვის არის განკუთვნილი.
იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე კვალიფიციური ადამიანი მუდმივად თვალყურს ადევნებდნენ კიმი უკანალს, რომ ის ბრწყინვალედ წარმოჩენილიყო. ამ ახალი სამსახურის ფოტოები უკვე აიტაცეს ინტერნეტში და უკვე ბევრი მამაკაცი წერს, რომ ამ სამუშაოს უფასოდ დათანხმდებოდა.







