როგორც იცით, ხმა გავრცელდა, რუსეთის ნაკრების იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო საბა კვირკველიას აკვირდებაო. ყაზანის “რუბინის” ქართველმა მცველმა განაცხადა, რომ კლუბი ერთია, ნაკრები კი მეორე და რუსეთის ნაკრებში თამაშს არ აპირებს.
რას ამბობს ამის შესახებ კაპელო?
“კვირკველიას შესახებ ერთ აგენტს ვესაუბრე. რომელიმე ფეხბურთელს თუ ორი პასპორტი აქვს და რუსეთის ნაკრებში თამაში სურს, რატომაც არა?! ასეთი მილიონი მაგალითია. იტალიის ნაკრებში 11 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. გერმანიის ნაკრებში 7 თუ 8 მოთამაშეა ასეთი. ასე რომ, არანაირი გართულება არ მაქვს ასეთ საკითხებზე. რუსეთის ნაკრებში კარგ ფეხბურთელთა რიცხვს ერთიც თუ შეემატება, მხოლოდ მივესალმები. ანუ, თუ არჩევანი 65 კი არა, 66 ფეხბურთელს შორის მექნება, ძალიან კარგი. შესაძლოა,ჰორიზონტზე 67-ეც გამოჩნდეს”.
კაპელომ კვირკველია ასე დაახასიათა:
“მე ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვაკვირდები. კვირკველია 22 წლისაა. სამწუხაროდ, ჩვენ არცთუ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებიც სტაბილურად თამაშობენ პრემიერლიგაში. და ვინც არიან, მათ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ჩვეულებრივ, პრემიერლიგის გუნდების სასტარტო შემადგენლობაში 4-5 რუსი ფეხბურთელია. ამიტომაც არავინ არ უნდა გამოგვრჩეს” – უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა “სოვეტსკი სპორტს”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს კაპელო კიდე რას ზრუნავს რუსების მომავალზე, მაინც არავინ დაუფასებს საბოლოოდ.
საერთოდ ქართველი არც უნდა დაფიქრდეს,რომელი ქვეყნის ნაკრებში უნდა ითამაშოს!!!ჰონორარი?ჰონორარებზე კლუბებში უნდა იბრძოლო,და პროფესიონალიზმით,ოსტატობით მაღალი კლასის კლუბებში თამაშით მიიღო ექვს და შვიდციფრიანი ხელფასები!!!ნაკრებში გულით,სიყვარულით,პატრიოტული შემართებით უნდა ითამაშო!!!
კვირკველია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა,U21 უფრო ჭირდებოდა წინა შესარჩევში და ეხლა უკვე ეროვნულშიც გამოიძახებს და ათამაშებს ქეცბა...
kila
ქეცბაიას შეიძლება ბევრი რამე დააბრალო, მაგრამ ის რაც თქვი ჯობია მეორედ არ თქვა, სირცხვილია უბრალოდ, გეტყობა არ გინახავს მაგის თამაშები ნაკრებში და ვერც ეხლა ხედავ რა ჟილკით უდგება საქმეს
არსად ეს კაი კაცი გადასვლასარ აპირებს აი რუსულ საიტზე რას ამბობსstripslashes((strlen('http://mir-politika.ru/12714-solomon-kverkveliya-razocharoval-fabio-kapello-ya-vsegda-mechtal-igrat-za-sbornuyu-gruzii-a-o-komande-rossii-dazhe-ne-zadumyvalsya.html')>0?' http://mir-politika.ru/12714-solomon-kverkveliya-razocharoval-fabio-kapello-ya-vsegda-mechtal-igrat-za-sbornuyu-gruzii-a-o-komande-rossii-dazhe-ne-zadumyvalsya.html':' http://mir-politika.ru/12714-solomon-kverkveliya-razocharoval-fabio-kapello-ya-vsegda-mechtal-igrat-za-sbornuyu-gruzii-a-o-komande-rossii-dazhe-ne-zadumyvalsya.html'))
ისე რო უყურებ ძაან ძლიერი ახალგაზრდა ცენტრალური მცველები გვეზრდება: საბა კვირკველია - 22 წლის, 191 სმ. გიორგი გველესიანი - დინამო თბ. 22 წლის, 192 სმ. ძაან მიკვირს ქეცბაია ასეთ იშვიათად პროგრესირებად ფეხბურთელს, ჩვენს ჩემპიონატში შანსსაც რო არ აძლევს. ნიკა ჭანტურია 19 წლის, სიმაღლე არა აქვს დიდი მაგრამ სხვა ყველაფერი აქვს რო ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველი დადგეს.სხვებიც იქნებიან კიდე ,მაგრამ ამ 3 ბიჭზე იმიტო გავამახვილე ყურადღება, რომ, მართლა პროფესიონალები არიან და განსხვავებულად უდგებიან თავის საქმეს. რა თქმა უნდა ამათ უნდა დავუმატოთ კაშია, ხუბუტია , ლობჟანიძე და თუ გააგრზელებს პროგრესს ტაბატაძე ტორპედოდან და ნორმალურ დაცვის ხაზს მივიღებთ, სადაც იქნება ნაზავი ახალგაზრდების და გამოცდილების, და რაც ძაან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის და სტილის მცველებს. თუ გავითვალისწინებთ რო ნახევარდაცვა:საყრდენები - კანკავა, დაუშვილი, პაპავა , ცინცაძე, აბურჯანია...შემტევები - ოქრიაშვილი,ანანიძე, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ძალამიძე,ღმერთმა ქნას ყენიაც,თარგამაძე, ზარანდია, მჭედლიძე,ვაწაძე, სხირტლაძე და იმედია არაბულიც, უდაოდ პერსპექტიული გვყავს. შემტევებიდან ყველაზე უფროსი ვაწაძეა 26 წლის, დანარჩენი 18 დან - 24 წლამდე მაშინ რატო არ უნდა გქონდეს ამბიცია, თუნდაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად!!! მთავარია პროფესიონალიზმი ისწავლონ და მუდმივად პროგრესისკენ ისწრაფონ ბიჭებმა, თორე არავიზე ნიჭიერები არ ვართ!!!
მე ვერ დაგეთანხმები. აი მაგალითად არაბული რატოა ისეთი პერსპექტიული რო ფინალურ ეტაპზე გასვლაზე ვიფიქროთ ეგეთი ფეხბურთელებით? 22 წლის რო მეორე ლიგის გუნდის დუბლებშიც კი არ არის მყარად ძირითადში რანაერი პერსპექტიულია? 22 წლის პერსპექტიულები ვიცით სადაც და როგორც თამაშობენ. თუ დაც ქართველები გავხსენოთ ახლო წარსულში. ან სხირტლაძე, დანიის ყველაზე სუსტ გუნსში ამდენი ხანია თამაშობს და სულ რამდენი გაიტანა?
მართალი ხარ შენ!..
KILA
შენ ეტყობა ქეცბაიას ფეხბურთელობა არ გახსოვს, მისი თამაში არ გინახავს ნაკრებში, თორე მაგას ა. დაწერდი რო არაფერი ქართული თავში და გულში არ აქვსო
შრომა ფასდებაბა,მიდი საბა უფრო და უფრო მოუამატე და დიდი მცველი დადგები. ღმერთი შენსკენ!
შენი იმედი მაქვს გერმანიასთან, მიულერი უნდა დაგლიჯო!
კაცი ხარ საბა!
საბა გენაცვალე კაი კაცი ხარ. ეხლა მთავარია არ მოეშვა პირიქით მოუმატე.
ფედერაცია ამ სემტხვევასი არაფერ შუაშია,არ ეძახის ქეცბაია და რა ჰქნას ფედერაციამ,დომენტის ადვოკატი არ ვარ ,მაგრამ ასეა
კიდევ ერთი ქეცბაიას არპროფესიონალიზმის მაგალითი,იმ მოტვლეპილ თავსი და გულში არაფერი ქართული არ დევს
კაპელო თავი არ მაგინებინოDDDDDDDDD ყოჩაღ საბას,სამაგალითო ხარ ყველა ვითომ ქართველისთვის
''ჩვენ არცთუ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებიც სტაბილურად თამაშობენ პრემიერლიგაში''
როდის მერე გახდა შენი, შენი მართლა ......***** !!!!
1. ძალიან სასიამოვნოა როდესაც ესეთი მაღალი დონის მწვრთნელი ქართველ ახალგაზრდას ესე კარგად ახასიათებს
2. კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოა საბას ესეთი პასუხი, რუსეთის ნაკრებში შესაძლო თამაშზე
3. და სამარცხვინოა რომ ამ კაცს ოფიციალურ მატჩებში 1 წუთი არ აქვს ნათამაშები რომ მსგავსი ჭორები და ვნებათაღელვა გამოერიცხათ. ესეთი დებილები როგორ ხედან ფედერაციაში, ნუთუ ესეთ ამბებს კურირებას არავინ უწევს, არავინ სწავლობს ესეთ სიტუაციას და რისკების შეფასება არ ხდება
მითუმეტეს ჯანოს მაგალითიც გვონდა როგორ უნდოდათ წაეყვანათ, დაჟე დიდი მაყუთსაც თავაზობდნენ, მადლობა ჯანოს რომ არ დათანხმდა და არანაირი ფული საპირწონე არ აღმოჩნდა ქვეყნის სიყვარულის. სულ უნდათ ახალგაზრდების წართმევა და მიხედოს ფედერაციამ ამ ამბავს
ნებისმიერი კართველი რო ცავიდეს და რუსეთის ნაკრებში რო ითამაშოს იმას აკ ვაგინ-ებ დხე და ხამე.
აბა რა რა უნდა საბას რუსეთის ნაკრებში.ისედაც ცოტა გვყავს მაGალი დონის ფეხბურთელები
ყაზანის "რუბინის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ როდესაც შეიტყო, რომ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მისით დაინტერესდა და რუსეთის ნაკრებში მის მიწვევას აპირებს, განაცხადა, რომ ძალიან ესიამოვნა ასეთი დიდი მწვრთნელის ყურადღება, მაგრამ რუსეთის ნაკრებში თამაში თავში აზრადაც კი არასოდეს გაუვლია, რადგან ერთია კლუბი და მეორე ეროვნული ნაკრები. "მე ქართველი ვარ, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, იქ მყავს მშობლები, დები და მთელი ცხოვრება საქართველოს სახელის დაცვაზე, მის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა. ამიტომ სადმე სხვაგან ჩემი გადასვლა წარმოუდგენელია", - გასაგებად განუმარტა საბამ სატელეფონო საუბარში "იტარ-ტაასის" კორესპონდენტს და ისიც დაამატა, რომ არც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს.