უკრაინაში "დნიპრომ" კვლავ მოიგო, ამჯერად 2:0 სძლია "ჩერნომორეცს" და მეორე ადგილზე დარჩა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა: ისევე, როგორც ამ სეზონის სხვა მატჩებში, დიდი სამუშაო გასწია. რაც შეეხება სანდრო კობახიძეს, ის განაცხადში ვერ მოხვდა.
ხორვატიაში "რიეკა"-"ჰაიდუკი" 1:1 დასრულდა. გიორგი ილურიძე სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ნახევრის დასაწყისში, ქართველი ნახევარმცველის წინააღმდეგ უხეშობისთვის პენალტის დადება შეიძლებოდა, თუმცა მსაჯმა ეს საჭიროდ არ მიიჩნია. ერთხელ კი, "რიეკას" მეკარემ აიღო გიორგის მიერ შორიდან სახიფათოდ დარტყმული. "ჰაიდუკი" ლიდერია 23 ქულით, თუმცა ამდენივე აქვს კიდევ 3 გუნდს და მათ შორის, ზაგრების "დინამოსაც", რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.
პოლონეთში "ლეგიამ" "შლიონსკს" შინ 2:1 მოუგო. ლადო დვალიშვილმა მატჩს ტრიბუნიდან უყურა – ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მწვრთნელმა დაასვენა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კობახიძის ადგილზე კონოპლიანკა თამაშობს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ძაან ძლიერი ფეხბურთელია და მაგის ამოგდება სასტავიდან ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ ან კონოპლიანკა უნდა გაიყიდოს სადმე გრანდში, ან კობახიძე უნდა წამოვიდეს
აუ როგორ მევასება კონოპლიანკა მართლა უძლიერესია
მეც მაგრად მევასება. ძაან ძლიერია
კანკავა უკრაინაში საუკეთესოა თავის პოზიციაზე და წაიყვანონ ევროპაში. მხითარიანი დორტმუნდში გაეძრო და კანკავა თუნდაც ლევერკუზენის დონის გუნდს თავისუფლად გაქაჩავს!
ვინც "დნიპროს" ბოლო თამაშები ნახა დამეთანხმება, რომ კანკავა მაგარ ფორმაშია, დაუღლელი და გუნდის ლიდერია. ეს ბიჭი ღირსია რომელიმე ტოპ ლიგაში თამაშობდეს
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ოდესმე უნდა დაემხოს დინამოს ჰეგემონია ხორვატიაში და მემგონი ეს წელს მოხდება ჰაიდუკი გახდება ჩემპიონი
ილურიძე ბომბარდირი :3 : დდ იფ იფ
დიდი იმედი მაქ ჰაიდუკ მოახდენს სენსაციას აჯობებს ზაგრებს და მოიგებს ჩემპ და ილურიძეს ჩემპ ლიგაზე ვნახავთ
)
იგივე კანკავაზე! მეორეზე თუ გავიდნენ კაი იქნება
არც მეტალისტი , არც დინამო , და არც მითუმეტეს შახტარი შანსს არ მისცემს
)
კაი ერთი იმ შახტარზე ამბობ დნიპრომ 3-1 რომ ამოტენა?
ლევანტემ რეალს მოუგო , მშვენიერი შანსი აქვს ჩემპიონატი მოიგოს , შემდეგ კი ლიგისთვის იბრძოლოს არა!? რანაირად მსჯელობ ერთი გამაგებინე!?
მაინც ცოტაა აქვთ შანსები