ფეხბურთი

12:14 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ინტერნეტგამოცემა football.ua-ს ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ქართველმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში კვლავ გაგვაოცა თავისი შრომისუნარიანობით. როტანთან ერთად წყვილში ცენტრალური პლაცდარმისთვის ბრძოლა პირწმინდად მოიგო” – იუწყება football.ua კანკავას შესახებ.

შეგახსენებთ, რომ განვლილ ტურში “დნიპრომ” დონეცკის “შახტარს” 3:1 მოუგო და კანკავა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

football.ua-მ კანკავას უკრაინული კარიერიდან ერთი საინტერესო ფაქტიც გაიხსენა:

“უკრაინულ ფეხბურთში კანკავამ ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჯერ კიდევ “არსენალში” ჩაატარა, როდესაც ალექსანდრ ზავაროვის გუნდმა დონეცკში 1:0 მოიგო, ხოლო კანკავამ ერთადერთი გოლი გაიტანა”.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120945