ფეხბურთი

15:37 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურში

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ინტერნეტგამოცემა ua-football.com-ის ვერსიით, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ბოლო მატჩებში დნეპროპეტროვსკელთა წარმატება დიდწილად ცენტრალური ნახევარმცველების ორგანიზებულ და თავგანწირულ თამაშზეა დამოკიდებული. სეზონის პირველ მატჩებში კი, ქართველ საყრდენ ნახევარმცველს ერთ-ერთი წამყვანი როლი ერგო. ხშირად კანკავა “შავ”, ერთი შეხედვით ნაკლებად შესამჩნევ სამუშაოს ასრულებს. ამის მიუხედავად, თუ ამ ნახევარმცველის თამაშს დააკვირდები, ძნელია არ შეამჩნიო, რამდენად თავდაჯერებულად აკონტროლებს ის “დნიპროს” ცენტრალურ პლაცდარმს, პარტნიორების შეცდომებს ასწორებს და მოედნის ცენტრის სრული ბატონ-პატრონია”, – იუწყება ხსენებული გამოცემა კანკავას შესახებ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113356