ჩოგბურთი

15:24 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა უილიამსების წინააღმდეგ

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც აშშ-ს ღია პირველობის წყვილთა ტურნირში უკრაინელ ოლგა სავჩუკთან ერთად ირჯება, დები უილიამსების პირისპირ დადგება.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-უკრაინულმა დუეტმა საწყის რაუნდში შვეიცარიელ ოპრანდის და ამერიკელ როჯერსს 2:6, 6:1, 6:0 სძლია, ამერიკელმა დებმა კი მე-7 განთესვის მქონე უნგრულ-ფრანგულ წყვილს (ბაბოში-მლადენოვიჩი) 7:6 (7:0), 6:7 (4:7), 6:1 მოუგეს.

მომავალი დაპირისპირება, ნიუ იორკში, ლუი არმსტრონგის სახელობის სტადიონზე დღეს გვიან ღამით აიღებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114511