ფეხბურთი

18:33 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკუბავამ და “ომონიამ” კონტრაქტი გაწყვიტეს

კვიპროსის “ომონიამ” ქართველ მცველ ლევან კაკუბავასთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ კვიპროსული ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.

“ომონია” აცხადებს, რომ ლევან კაკუბავასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმდა და ფეხბურთელს როგორც პირად, ასევე, პროფესიონალურ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს” – ნათქვამია “ომონიას” ოფიციალურ განცხადებაში.

23 წლის კაკუბავა “ომონიაში” ზაფხულში გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და თავდაპირველად “ომონია” ქართველის ერთწლიანი იჯარით გაშვებას გეგმავდა. თუმცა, ახლა მხარეები შეთანხმდნენ და თანამშრომლობა შეწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ “ომონიაში” უჩა ლობჟანიძე და შოთა გრიგალაშვილი გამოდიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114694