ფეხბურთი

13:37 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაკას გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ

“მილანის” ნახევარმცველი კაკა, იტალიის პროკურატურამ გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე დაკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

პროკურორის განცხადებით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2008 წლიდან 2009-მდე საგადასახადოს 2 მილიონი ევრო დაუმალა. ამავდროულად, საგადასახადო სამსახურს კითხვები აქვს იმ კომპანიასთან, რომელიც კაკას შემოსავლებს განაგებდა.

კაკა “მილანში”, ოთხწლიანი განშორების შემდეგ, 2013 წლის 2 სექტემბერს “რეალიდან” დაბრუნდა. 31 წლის ფეხბურთელმა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, იტალიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.11753