ფეხბურთი

0:22 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკა “ორლანდო სიტის” ფეხბურთელია

32 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი კაკა “ორლანდო სიტის” ფეხბურთელი გახდა. ამერიკული გუნდი “მილანის” ყოფილი ვარსკვლავის ტრანსფერს ადასტურებს.

კაკამ და “მილანმა” კონტრაქტი ცოტა ხნის წინათ გაწყვიტეს. ეს ნიშნავს, რომ “ორლანდო სიტიმ” ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო.

“ორლანდო სიტი” 2013 წელს დაარსებული კლუბია და კაკა მისი მხოლოდ მე-6 ფეხბურთელია. ეს გუნდი ოფიციალური თამაშების გამართვას 2015 წელს დაიწყებს, მანამდე კი კაკა მშობლიურ “სან პაულუში” ითამაშებს.

0.119555