ფეხბურთი

17:40 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: “მილანში” დარჩენა მინდა”

“მილანის” ბრაზილიელი ვარსკვლავი რიკარდო კაკა აცხადებს, რომ ის იტალიური გუნდის დატოვებას არ აპირებს.

კაკა “რეალიდან” “მილანში” გასულ ზაფხულში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მილანური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ჩნდება, მისი სხვა კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ ჭორები მაინც ვრცელდება. 32 წლის ფეხბურთელს ხან MLS-ს უკავშირებენ, ხანაც ბრაზილიას.

“პირადად მე მიმდინარე სეზონში კარგად ვიმუშავე, მაგრამ გუნდის საქმეები არცთუ კარგად მიდის. მომდევნო წლისთვის კიდევ უფრო მომატება შემიძლია და “მილანში” დარჩენა მინდა.

გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ჩემი მომავალი ჩემს და ჩემი ოჯახის ხელშია. ახლა კი, ყველაზე მეტად დარჩენა მინდა.” – აცხადებს კაკა.

თეგებიმილანიკაკა
0.123999