“მილანის” ვეტერანი პლეიმეიკერი კაკა იანვრის სატრანსფერო სეზონში აშშ-ს კლუბ “ორლანდო სიტის” შეეურთდება. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
იყო ალბათობა იმისა, რომ ბრაზილიელი ოკეანის გაღმა უახლოეს სატრანსფერო სეზონშივე წავიდოდა, მაგრამ “როსონერის” ხელმძღვანელობამ მისი დაყოლიება მოახერხა. ამგვარად, კაკა “მილანში” კიდევ ნახევარ წელიწადს გაატარებს.
კაკას მიერ “მილანთან” გაფორმებულ კონტრაქტში, არის პუნქტი, რომლის ძალითაც, ბრაზილიელს კლუბის შეცვლა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის საშუალება არ მიეცემა. მოგეხსენებათ, “მილანი” არათუ ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის ლიგაშიც ვერ მოხვდა.