ფეხბურთი

13:45 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაგავას “დორტმუნდში” დაბრუნება არ სურს

 

გერმანული “დორტმუნდის” თავკაც იურგენ კლოპს თავისი ყოფილი შეგირდის – შინჯი კაგავას დაბრუნება სურდა, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა მწვრთნელს უარი შეუთვალა. 24 წლის იაპონელი “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას არ გეგმავს.

“ამ თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ სადღეისოდ, კაგავას ტრანსფერი არარეალურია. მან გვითხრა, რომ მომდევნო სეზონშიც “მანჩესტერში” სურს თამაში. მისგან სხვა პასუხს არც ველოდი”, - უთხრა კლოპმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ კაგავა “მანჩესტერში” სწორედ “დორტმუნდიდან” გადაბარგდა.

0.116032