38 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟუნინიო პერნამბუკანომ "ვასკო და გამასთან" 6-თვიანი გააფორმა და განაცხადა, რომ მისი ამოწურვის შემდეგ, კარიერასაც დაასრულებს. ჟუნინიო ბოლოს ამერიკულ "ნიუ იორკ რედ ბულზში" გამოდიოდა, სახელი კი, როგორც იცით, ფრანგულ "ლიონში" გაითქვა, სადაც ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
საჯარიმოების დიდოსტატი "ვასკო და გამაში" მინიმალურ ხელფასზე ითამაშებს: იმ მინიმუმზე, რომელიც ბრაზილიაში შრომის კოდექსშია განსაზღვრული.