ფეხბურთი

14:22 | 11.12.2013 | ნანახია 4767 - ჯერ

ჟორდანიამ “ვიტესი” საბოლოოდ დატოვა

 

მერაბ ჟორდანია ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბ არნემის “ვიტესს” საბოლოოდ დაემშვიდობა.

მიმიდინარე სწლის ოქტომბრის ბოლოს ჟორდანიამ, რომელიც მანამდე კლუბის მფლობელი იყო, აქციათა საკონტროლო პაკეტი რუს მილიარდელ ალექსანდრ ჩიგრინსკის მიჰყიდა. ეს უკანასკნელი 2010 წლიდან ისედაც “ვიტესის” მთავარი დამფინანსებელი იყო და კლუბის მმართველობა ხელში საბოლოოდ თავად აიღო. ამის მიუხედავად, ჟორდანია “ვიტესის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარედ რჩებოდა, მაგრამ ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, სამშაბათს ეს თანამდებობაც დატოვა და ბერტ ტუტერტმა შეცვალა.

ქართველის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, “ვიტესს” ცვლილებები სჭირდება და რუტერტი სწორედ ის ადამიანია, ვინც კლუბს წინსვლაში დაეხმარება, რადგან იქ არსებულ ვითარებას შიგნიდან იცნობს.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, “ვიტესში” ჟორდანიას საბოლოოდ წასვლის მიზეზებს არ აკონკრეტებნ. თუმცა, ჰოლანდიელი ჟურნალისტები რამდენიმე ვერსიას ასახელებნ, რომლის გამო ქართველი და არნემული კლუბი გაიყარნენ. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისაა, რომ ჟორდანიამ დასახული მიზანი ვერ შეასრულა. კერძოდ, 2010 წლის აგვისტოში, როდესაც იგი კლუბის მფლობელი გახდა, განაცხადა, რომ 3 წლის შემდეგ, არნემელები ჩემპიონის ტიტულს ან მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდნენ.

გარდა ამისა, კლუბის ყოფილი მეპატრონის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ყოველთვის გამართლებული არ იყო. მილიონები დაიხარჯა იმ ფეხბურთელების შეძენაზე, რომლებიც შემდეგ “ვიტესისთვის” არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენდნენ. ამასთანავე, კლუბში 3 წლის მანძილზე 6 მწვრთნელი შეიცვალა. პლუს ბევრი ფული დაიხარჯა სხვადასხვა მოთამაშეების მენეჯერებზე.

ბერტ რუტერტმა თავისი წინამორბედი შეაქო და თქვა, რომ ჟორდანიამ კლუბის მშენებლობას კარგი საფუძველი ჩაუყარა. მისი აზრით, ქართველმა “ვიტესი” უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. ასევე, ჟორდანიას სახელს უკავშირდება კლუბისთვის ულტრათანამედროვე სატრენაჟორო კომპლექსის აშენება. ჰოლანდიური პრესა არც იმას ივიწყებს, რომ ჟორდანია გუნდის მოთამაშეებში და “ვიტესის” გულშემატკივრებში ძალიან პოპულარული იყო.


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:51 | 11.12.2013
TheGreatDanton (540)

უყურეთ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს პირდაპირ ეთერში საიტზევე, მაღალი ხარისხით:
0?'>http://www.cup.ge/ilive/':'>http://www.cup.ge/ilive/'))

საუკეთესო მომენტები:
0?'>http://www.cup.ge/ilive/4550-.html':'>http://www.cup.ge/ilive/4550-.html'))


მილანი - აიაქსი
0?'>http://cup.ge/ilive/4561--.html':'>http://cup.ge/ilive/4561--.html'))


მარსელის ოლიმპიკი - დორტმუნდის ბორუსია
0?'>http://www.cup.ge/ilive/4557--.html':'>http://www.cup.ge/ilive/4557--.html'))


ნაპოლი - არსენალი
0?'>http://www.cup.ge/ilive/4558--.html':'>http://www.cup.ge/ilive/4558--.html'))


ბარსელონა - სელტიკი
0?'>http://www.cup.ge/ilive/4562--.html':'>http://www.cup.ge/ilive/4562--.html'))


მადრიდის ატლეტიკო - პორტო
0?'>http://www.cup.ge/ilive/4560--.html':'>http://www.cup.ge/ilive/4560--.html'))


ვენის აუსტრია - ზენიტი
0?'>http://www.cup.ge/ilive/4559--.html':'>http://www.cup.ge/ilive/4559--.html'))

ჩელსი - სტიაუა
0?'>http://www.cup.ge/ilive/4556--.html':'>http://www.cup.ge/ilive/4556--.html'))

20:48 | 11.12.2013
vitesse (87)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/photo.php?fbid=557539217600728&set=a.288301284524524.70745.288296804524972&type=3&theater;')>0?'https://www.facebook.com/photo.php?fbid=557539217600728&set=a.288301284524524.70745.288296804524972&type=3&theater;':'https://www.facebook.com/photo.php?fbid=557539217600728&set=a.288301284524524.70745.288296804524972&type=3&theater;'))

20:40 | 11.12.2013
vitesse (87)

ლევან სალუქვაძე მერაბ ჟორდანიაზე...

0?'>https://www.facebook.com/photo.php?v=702185849814577&set=vb.288296804524972&type=3&theater;':'>https://www.facebook.com/photo.php?v=702185849814577&set=vb.288296804524972&type=3&theater;'))

20:39 | 11.12.2013
vitesse (87)

როდესაც ჟორდანის პრეზიდენტობის პერიოდს იხსენებთ,კარგად გაიხსენეთ იმ პერიოდში რაიმე სტრუქტურა ან დაწესებულება,როგორც სახელმწიფო ასევე კერძო რამე თუ ყვავოდა? მიუხედავად ყველაფრისა დღევანდელ სიტუაციაზე კარგი სიტუაცია მაინც იყო ფეხბურთში.
მერაბ ჟორდანია პროფესიონალია და ეს მან ყველგან დაამტკიცა,თუ დაბრუნდება ქართულ ფეხბურთში ეს მხოლოდ წინ წასწევს დღევანდელ სიტუაციას.
0?'>https://www.facebook.com/vitessegeorgianfanclub':'>https://www.facebook.com/vitessegeorgianfanclub'))

17:01 | 11.12.2013
james (171)

უყურე ჩემპიონთა ლიგის მატჩს, გალათასარი - იუვენტუსს პირდაპირ ეთერში, საიტზევე, მაღალი ხარისხით!
0?'>http://cup.ge/ilive/4538--.html':'>http://cup.ge/ilive/4538--.html'))

16:46 | 11.12.2013
Kala94 (6114)

საღოლმერაბ ! საქართველოში გელით !!! ვინც არ იცით ჟორდანიას დროს ფედერაცია არ ფინანსდებოდა სახელმწიფოდან და სერიოზული ფინანსები ჩადო მერაბმა..ამიტომ ღმერთმა ქნას რო აქ ჩამოვიდეს.. ის რაც იწერებოდა ვირაც ვირაცეების მიერ იყო შექმნილი, ვინც გააგდო საქართველდან ჟორდანია და აჩამოსვლას უშლიდა..

19:05 | 11.12.2013
soselia (747)

მერაბას რო ფული აქ ნაჭამი მაგდენი უნდა..მე არვიცი შენ რა გახსოვს მარა მე ძალიან კარგად მახსოვს მერაბ ჯორდანიას პრეზიდენტობის დროს ნაკრებს გამოსაცვლელი ფორმა რო არ ქონდა და დახეული ბუცებით რო თამაშობდნენ

20:33 | 11.12.2013
dpj-001 (1572)

თურქეთში რო ერდოღანი ჭამს მაგდენს მსოფლიო მაშტაბით არავინ ჭამს ყველა ბიზნესი მისია მაგრამ მიდი და შეედარე თურქეთს საუკუნე რო გავიდეს ამათი ცხოვრების განვითარების დონემდე ვერ მივალთ
ხო დამავიწყდა პუტინი პირველია მაგ საქმეში
ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერი ლიდერი ლევი ფულით არ ცხოვრობს?ამერიკა რო ამერიკაა იქაც ეგრე იქნება
ასეა ფეხბურთში კი არა ნებისმიერ სპორტულ სახეობაში უფროსი ყოველთვის ტეხავს

20:38 | 11.12.2013
soselia (747)

სად ერდოღანი და სად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანუ შენი ლოგიკით კორუმპირებული პრეზიდენტი უნდა გვყავდეს??კაი მაშინ მაგას გეტყვი რაში გამოიხატება ჯორდანიას მაგარი მენეჯერობა რამე წარმატებას ქართულმა ფეხბურთმა მისი პრეზიდენტობის დროს ??იმის მიუხედავად რო ძალიან მაგარი თაობა გყავდა ვერაფერსაც ვერ მივახწიეთ

20:22 | 11.12.2013
dpj-001 (1572)

დახეული ბუცები მაგარი გამოგივიდა და გჯერა მაგის?
რაც შეეხება ფორმებს მერაბს ქონოდა იმდენი მხარდაჭერა რაც ახალკაცს და სიჭინავას და 38-50 კი არ ვიქნებოდით ალბათ 20ეულში ვიქნებოდით

19:20 | 11.12.2013
Kala94 (6114)

აბა რა იქნებოდა ფედერაციას ფული არ ქონდა.. თვითონ ხო არ იყიდიდნენ იმ ფორმებს. მე ეგრე მგონია, რომ ჟორდანიაზე მოგონილია ყველაფერი..

20:34 | 11.12.2013
soselia (747)

რა არი მოგონილი მაფიოზა როა და ფულებს რო ღაფავდა??დინამო გაანადგურა მაგან და მაგისმა გუნდმა ვალებში ჩაფლული დატოვეს და რომ არა ბადრი პატარკაციშვილი დინამო ეხა საერთოდ აღარ იარსებებდა..რაც შეეხება ბუცებს ჩემი თვალით მაქ ნანახი ვარჯიშზე დახეული ბუცებით ფეხბურთელები ჯორდანიას პრეზიდენტობის დროს

21:49 | 11.12.2013
Kala94 (6114)

ბოლოზე არ გიპასუხე? ჟორდანია არ იყო ვალდებული ტავის ფულით ეყიდა ბუცები.. და სახელმწიფო არ აფინანსებდა ფედერაციას.. მაგარ თაობას რაც შეეხება სტადიონი არ იყო ნორმალური და სან უნდა ეთამაშათ.... ქვეყანა არ იყო დალაგებული და რა ფედერაციაზე ლაპარაკობ..

16:35 | 11.12.2013
levani82 (41682)

აუ კარგით რა. არ გახსოვთ დინამო ამის ხელში რა დღეში იყო? გაკოტრების პირას იყო და კიდევ გაუქმებაც ემუქრებოდა. ბანკში დინამო, რომ იყო ჩადებული დაგავიწყდათ?

16:17 | 11.12.2013
dpj-001 (1572)

საქართველოსთვის ამზადებენ დამიჯერეთ.ძალიან გამოადგება ეს კაცი ქართულ ფეხბურთს ძალიან მაგარი მენეჯერია
უბრალოდ ის ტეხავს ერთადერთი საშვალება ქართველი ფეხბურთელების ევრიპაში გადინების ვიტესი იყო და ეგეც ... ეჰ

16:43 | 11.12.2013
111111 (5084)

ვიტესში არაფერი არ შეწყდება აგერ ახლა 3 კაცია 2 ახალგაზრდულშია რა გინდა მეტი მთელი საქართველო ხო არ წავა აბა ვიტესში :"დ

20:23 | 11.12.2013
dpj-001 (1572)

მინდა რო მთელი საქართველო წავიდეს და მოშორდენ ამ ურალებს და ალანიებს და კარპატებს

16:06 | 11.12.2013
vitiki123 (219)

პეს13 დინამო ტბილისი არააა

16:06 | 11.12.2013
louis (61)

იცით რა მაინტერესებს, მოკლე მეხსიერება გვაქვს აქ ჩვენ ყველას თუ ძალით ვხუჭავთ თვალს წარსულზე, თუ სწორედ მახსოვს ამ კაცს არა თუ დინამო მთელი ქართული ფეხბურთი ებარა წლების განმავლობაში და იმ პერიოდის ნეხვიდან დღემდე ვერ გამოვსულვართ, ყველაფერს თავი რო დავანებოთ მილიონობით ლარის ვალი დატოვა ამ კაცმა ფედერაციაში, აღარაფერს ვამბობ იმ პერიოდის პროტექციონიზმზე თუ კორუფციაზე და მოკლედ საერთოდ არ მიკვირს ვიტესიდან ჟორდანიას გამოშვება და არც დინამოსთვის ბრძოლაში მაგის ჩაბმას არ მივესალმები. ახალი დავიდარაბა დინამოს მესაკუთრეზე კიდევ რამოდენიმე წლით დაწევს დინამოს უკან.

16:24 | 11.12.2013
dpj-001 (1572)

რაც სხვა დანარჩენებს სახელმწიფოდან დახმარება ქონდა მაგდენი რო მიეცათ ჟორდანიასთვის დღეს დედა არ ექნებოდა ნატირები ქართულ ფეხბურთს,ის მაინც გაიხსენე ფიფას რეიტინგში სად იყავით და ბოლო ბოლო ლიტვა ლატვია ესტონეთს ისე ვუგებდით გასვლაზე ვითომც არაფერი,ეხა ეს რო კალაძიდან,დემეტრაძიდან და კიდევ ბევრი ქართველი ფეხბურთელებიდან წილს იღებდა ვისი რა საქმეა კაცი სად ჩითავდა ბიჭებს აბა ეხლა ვუყუროთ ჯუღელს და ისედაც ნეხვში ჩაფლულ ქართულ ფეხბურთს სად წავა კიდე კაცმა არ იცის.რომელი ერთი ჩამოგითვალო ჯუღელის მიერ გაწირული ფეხბურთელი.ჟორდანია კიევის დინამოში,მოსკოვის ლოკომოტივში,შოტლანდიაში,საბერძნეთში მაინც უშვებდა ბიჭებს
აბა ეხლა სად მიდიან კარპატი,ურალი,ალანია

16:43 | 11.12.2013
louis (61)

გეთანხმები რომ ეხა ბევრად მეტი ფინანსური დახმარება აქვს ფედერაციას, მაგრამ ვერ დაგეთანხმები რომ იმ თაობის კარგ კლუბებში თამაში ჟორდანიას დამსახურება იყო. ის რომ მაშინ დღევანდელ თაობაზე ბევრად მაგარი თაობა იყო მგონი ამაზე არ ვიკამათებთ და შესაბამისად შედეგიც რომ ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო მგონი ესეც ფაქტია და ლიტვისთან და ლატვიასთან მოგებები იმ ნაკრებს არც მაშინ ეთვლებოდათ პლიუსად და არც დღეს უნდა ჩაუთვალოთ. რაც შეეხება ჯუღელებს და სხვა გაურკვეველი წარმოშობის მაქინატორებს რა თქმა უნდა ეს ჩვენი რეალობის სამწუხარო ფაქტებია.

20:29 | 11.12.2013
dpj-001 (1572)

რაც შეეხება თაობას არამგონია ნაკლები მოდიოდეს მაგრამ განსხვავება ისაა რო წინა თაობა პატრიოტულ მოტივებს უფრო უყურებდნენ ამათგან განსხვავებით
აი ოქრიაშვილი თარგამაძეზე ძალიან ცუდი ხმები დადის თვით მარიუპოლში ბოლოს აგვისტოში ვიყავი ჭიქას ვერ გააგდებინებ ხელიდანო ესე იძახიან ქალაქში,მაგრამ ბოლო ინტერვიუები მომეწონა მაგ ბიჭის საფრანგეთი,პორტუგალიის გუნდები მიწვევენ და რუსეთიო მაგრამ რუსეთი გამორიცხეთო ეს ყველაზე მაგარა მომეწონა და ეგრე თუ ფიქრობს ძაან მაგარია
მეტი რაღა თაობა წამოვიდეს ანანიძე,კანკავა,ოქრიაშვილი,თარგამაძე,ჭანტურია,ყაზაიშვილი,კაშია,ლორია,ებრალიძე,კობახიძე მიდგომა არ აქვთ საქმისადმი მიდგომა ესაა პრობლემა დროსტარებასა და სოციალურ ქსელებზე არიან გადასულები

20:25 | 11.12.2013
dpj-001 (1572)

ჟორდანია ჩითავდა მეგობარო კაი გუნდებში ყველას მაგას მაგარი კონტაქტები აქ საზღვარგარეთ

16:00 | 11.12.2013
sabonis (9584)

ფესვებს დაუბრუნდი მერაბ, ანუ გურიას.

15:47 | 11.12.2013
ditoo (1)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160')>0?'https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160':'https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160'))
✪მოიწონე გვერდი✪
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160')>0?' https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160':' https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160'))
✪მოიწონე გვერდი✪
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160')>0?' https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160':' https://www.facebook.com/pages/გაპარსული-კაკტუსი/228186940693160'))
✪მოიწონე გვერდი✪

15:38 | 11.12.2013
levani82 (41682)

ტატანამ და ჯიღაურმა გაიტანეს

15:51 | 11.12.2013
ronald0 (13826)

უჩვენებენ თამაშს??

15:38 | 11.12.2013
111111 (5084)

ხმა მიეცით ჯანოს!!


0?'>http://www.eurosport.ru/football/russian-premier-league/2013-2014/story_sto4041024.shtml':'>http://www.eurosport.ru/football/russian-premier-league/2013-2014/story_sto4041024.shtml'))

15:31 | 11.12.2013
111111 (5084)

იმედია ისევ ისეთ საქმეს დაიწყებს რომ ქართულ ფეხბურთს უფრო და უფრო დაეხმაროს

15:27 | 11.12.2013
GT1998 (1074)

ფიფია თუ მართლა გაახალგაზრდავებას აპირებს პარუნაშვილის ჯიღაურის და ამ სასტავის მოყვანას ჯობია დინამოსთვის ჟორდანია მოვიდეს მართლა ან ფიფიამ ნაკრების ხალხი ჩამოიყვანოს თორემ უკვე ხალხში კარგავს ნდობას 3 წელიწადში ევროპის ლიგის ჯგუფშიც კი ვერ გავიდა გუნდი

15:04 | 11.12.2013
alejandro (44439)

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გოჩა ჯამარაულის საფეხბურთო აქტივობა მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის სტატუსით შემოიფარგლება.

მასთან ინტერვიუც სწორედ იმ კითხვით დავიწყეთ, თუ რით ახსნის ფეხბურთიდან ამგვარ დისტანცირებას...

- ფეხბურთში არსად საქმიანობთ და შეუძლებელია, როგორც ყოფილ მოთამაშეს, მოედანი და აქტიური საფეხბურთო ცხოვრება არ გენატრებოდეთ...
- ფეხბურთში საქმიანობა ნამდვილად მინდოდა, მაგრამ მწვრთნელობა გამოვრიცხე, ამას თავისებური ხასიათი სჭირდება და არც მიფიქრია. საერთოდ, ჩემი აზრი ასეთია - სანამ ქართულ ფეხბურთში ყველაფერს თავიდან არ დავიწყებთ და ნორმალური არჩევნები არ ჩატარდება, ვერაფერს გავაკეთებთ.

- ხელს რა გიშლით?
- ის, რომ ქართული ფეხბურთი სიბინძურეშია ჩაფლული. ყველამ იცის - მერაბ ჟორდანია დაიჭირეს და უმცროსი ნოდარ ახალკაცი მოიყვანეს. შემდეგ ისიც გაუშვეს და ზვიად სიჭინავა მოიყვანეს. ქართული ფეხბურთი ამ სიბინძურეში რომ არის მოქცეული, ამაზე ხომ ვიღაც არის პასუხისმგებელი? ანუ ის, ვინც იქ მუშაობს.

- რიგგარეშე ყრილობას უეფა ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ კოაბიტაცია ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება...
- ასე სურთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ძველი დინებით წავიდეს. უეფა ხომ არ გვეუბნება, წესდება დაარღვიეთ და პასუხი არავის მოსთხოვოთო? თუ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი მოინდომებს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება.

- მაგრამ ისინი არაფერს ითხოვენ...
- ამ სუბიექტების ნახევარი რეგიონული ფედერაციაა. მათ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მორალური უფლება აქვთ მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ამ ორგანიზაციებს წელიწადში სულ 10 ათასი ლარით აფინანსებს. ესეც ჟორდანიას პერიოდიდან მოდის. მას შემდეგ ლარის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად დაეცა და დღეს ეს თანხა არაფერია. ამის მიუხედავად, მაინც ჩუმად არიან, რაც არ მესმის. ამიხსენით - ამ 10 ათასით რეგიონის ფეხბურთი განვითარდება და ორგანიზაცია სრულყოფილად იმუშავებს?

- ფედერაციას რაც აქვს, იმას ანაწილებს...
- რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს თანხა არ ჰყოფნით და მეტი მოითხოვონ.

- ამით ფეხბურთში მეტი ფული ვერ გაჩნდება...
- ბოლო წლებში სახელმწიფო ფეხბურთს იმდენით ეხმარებოდა, რეგიონული ფედერაციების თანხის გაზრდა შესაძლებელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ადამიანები ძველებური აზროვნებისგან ვერ გათავისუფლდნენ. ისინი ჯერ უსმენენ, რას ფიქრობს მთავრობა, ფედერაციის ხელმძღვანელები და ამის მიხედვით ლაპარაკობენ და არა ისე, როგორც თავად ფიქრობენ.

ამ აზროვნებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ფეხბურთისა და რეგიონის ფედერაციებში ისეთი ადამიანები უნდა მოვიდნენ, უპირველესად, ფეხბურთის ინტერესებით რომ იმოქმედებენ და მთავრობასთან ქვეშევრდომის როლში კი არ ითანამშრომლებენ, არამედ მას პარტნიორობას გაუწევენ.

- თუ ფულს სახელმწიფო იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს...
- მესმის, სახელმწიფო ფეხბურთს ფულს უნდა აძლევდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას თვალებში უციცინო. ამას მხოლოდ დამოუკიდებელი ფიგურა გააკეთებს, რომელიც საკუთარი პროგრამით იმოქმედებს. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს, ვისაც ფედერაციაში ყოფნის პრეტენზია აქვს, ამის გაკეთება გაუჭირდება. ეს მენეჯმენტის საკითხია.

საერთოდ კი, ქართულ ფეხბურთს მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ სერიოზული პროგრამა დაიდება და დიდი ფული დაიხარჯება. ამის შემდეგაც კი, 10-15 წელი მაინც, ლოდინი დაგვჭირდება, რაღაც შედეგი რომ მივიღოთ.

- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ხომ ამბობს, რომ ყოველ წელს შესაძლოა ფეხბურთს სახელმწიფო 25 მილიონი ლარით დაეხმაროს...
- ეს საკითხი ლევან ყიფიანის კი არა, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის დონეზე უნდა გადაწყდეს, დაიდოს პროგრამა და ფულიც ჩაიდოს. არის უამრავი მაგალითი, რომელიც ჩვენთვის საყურადღებოა, მაგრამ დღემდე ვერ ვითვალისწინებთ, მაგალითად - თურქეთის, რომელიც ამ 20-25 წლის წინათ ფეხბურთში ჩამოგვრჩებოდა. მაგრამ სახელმწიფოს მმართველებს ფეხბურთი უნდოდათ და ახლა ნახეთ, რა დონის ჩემპიონატი აქვთ.

აიღეთ იგივე აზერბაიჯანი, სადაც ბევრად უკეთესი დონეა, ვიდრე 10 წლის წინათ იყო. უკრაინასა და რუსეთზე აღარაფერს ვამბობ. ამ ქვეყნებში შედეგები პროგრამის განხორციელებიდან 10-15 წლის შემდეგ მიიღეს. უცებ შედეგებზე ფიქრი, მით უფრო - ჩვენს შემთხვევაში, წარმოუდგენელია. არც პროგრამა გვაქვს და არც სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო ფეხბურთს ფინანსურად რომ ეხმარებოდა, ეს პროგრამა არ იყო.

ბიზნესმენებსაც თანადგომა სჭირდებათ, მაგრამ მოთმინებაც მოეთხოვებათ, როგორც ეს უკრაინაში რინატ ახმეტოვმა გააკეთა. მან დონეცკის "შახტარში" 100 მილიონი დოლარი ჩადო და შედეგი ვერ მიიღო. უთხრეს, ფულს კარგავო, მაგრამ გული კი არ აუცრუებია, პირიქით, მიხვდა, რომ ძლიერ გუნდს მეტი ფული სჭირდებოდა, არ დანანებია და მართლაც ჩამოაყალიბა ისეთი გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგაში ხვდება.

მერე მას სხვა ბიზნესმენებიც აჰყვნენ, მათ სახელმწიფომაც შეუწყო ხელი, რეგიონებისა და დაბალი ლიგის გუნდებს აფინანსებდა, სტადიონებს აშენებდა და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საფეხბურთო ინდუსტრიის მექანიზმი ერთი ბიზნესმენის ინიციატივამ აამუშავა.

- ჩვენთან ჯერ ასეთი ვითარება არ არის. საქართველოში ფეხბურთი ჯერ არც ხელისუფლებას იზიდავს და არც ბიზნესს...
- მეც ეს მადარდებს ზუსტად. ორიოდე დაინტერესებულ ადამიანს თუ არ ჩავთვლით, საერთო სურათი მძიმეა. ბიზნესმენებს ფეხბურთის სიყვარული უნდა ჰქონდეთ, როგორც - თურგუთ ოზალსა (თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი - ავტ) და რინატ ახმეტოვს. თეთრებს რომ დააბანდებ და მერე ცრემლებს ღვრი - არაფერი გამოდისო, ეს არ არის გუნდის და ფეხბურთის შენება.

ვიმეორებ, ფეხბურთის განვითარება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მოთმინებასა და სერიოზულ სახსრებს საჭიროებს, მაგრამ რომელ ფეხბურთზეა ლაპარაკი? სახელმწიფო დანაწევრებულია, ხალხი გაუბედურებულია... ვისაც არ ეზარება, ყველა პრეტენზიას გვიყენებს და ვის ეფეხბურთება ამ ქვეყანაში?!.

15:03 | 11.12.2013
komentatori (2299)

არავინ იცის მაჩანჩალა გუნდისგან ჰოლანდიის "მოწინავე" გუნდად ჩამოყალიბებაში რამდენი ფული დაიხარჯა. პლიუს ეს მოწინავე გუნდი ევროპა ლიგაზეც რომ ვერ გადის მაგას ყურადღებას არავინ რატო არ აქცევს.

ძალიან მარტივი ეკონომიკაა, რამდენი ფული დაიხარჯა ამ შედეგის მიღწევაში? თუ ბევრი მაშინ ცუდად უმუშავია.

მაგრამ, მიზეზი უფრო სხვა იქნება ვიდრე ჟორდანიას მენეჯმენტის ხარვეზები რათქმაუნდა

14:47 | 11.12.2013
dinamotb1925 (1350)

stripslashes((strlen('http://geofoot.blogspot.com/2012/10/blog-post_24.html')>0?'http://geofoot.blogspot.com/2012/10/blog-post_24.html':'http://geofoot.blogspot.com/2012/10/blog-post_24.html')) აგერ ეს სტატია 24 ოკტომბერს არის დაწერილი შარშან

14:43 | 11.12.2013
dinamotb1925 (1350)

დარწმუნებული ვარ ჟორდანიას დინამოს დაბრუნება უნდა და ამიტომაც წამოვიდა ვიტესიდან

14:41 | 11.12.2013
dinamotb1925 (1350)

თბილისი ჭორ-მართლის ქალაქია. იმ ცნობილი რეკლამისა არ იყოს, ვერასოდეს გაიგებს კაცი სად მთავრდება ლეგენდა და იწყება რეალობა. თბილისში შეთქმულების თეორიებზეც გიჟდებიან. იმან-იმას-იქ-ის უთხრა. კიდევ ის მოსწონთ ძალიან, როდესაც ინგლისურად რომ ვთქვათ, "Breaking news"-სა და ექსკლუზივს პირველად თავად ამბობენ. გუშინ თბილისის წვიმიან ქუჩებში მერაბ ჟორდანია გამოჩნდა. მისი სტუმრობა არასოდეს არის უხმაურო. ახლა, გუშინდელი ამინდისა არ იყოს საქართველოში პოლიტიკური ამინდიც არეულია. ცვალებადი მოღრუბლულობით. წყალიც ამღვრეული და გამოცდილი მეთევზე მთლად ლოქოს თუ არა ქორჭილას მაინც დაიჭერს. ჟორდანიას გათვლა ლოქოზე აქვს. ქორჭილები ახალგაზრდობაში არ აინტერესებდა და ახლა, ამ სიბერეში აბა რა შეცვლიდა?! ჟორდანიას ინტერესი ს.კ. "დინამო" თბილისია, მის დროს ს.კ. თბილისის "დინამოდ" რომ იწოდებოდა და მერე რომ გადანათლეს. ჟორდანია ახლა ჰოლანდიაშია. მოძმე აბრამოვიჩის მხარდაჭერით არნემის "ვიტესს" ხელმძღვანელობს, მაგრამ.. არის ერთი მაგრამ ამ ამბავში. ასე მგონია მთლად სანდრო როსელის ადგილას რომ დასვა ჟორდანიას "დინამო" თბილისი, გნებავთ თბილისის "დინამო" არასოდეს დაავიწყდება და სულ მისკენ დაიწყებს ყურებას.

ს.კ. "დინამო" თბილისი ქართული ფეხბურთის ბრენდია. ევროპაში რომ იცნობენ და ჯერ კიდევ ახსოვთ. ის არ არის ერთი რიგითი კლუბი და ამიტომაც არის მასზე მარადჟამს დიდი გაწევ-გამოწევა. ყველას აინტერესებდა "დინამო" მხედრიონით დაწყებული ოლიგარქებით დამთავრებული. ჟორდანიას ინტერესიც ბუნებრივია. მდიდარი, ცნობილი, გამოსული კაცისა. ის რომ "დინამო" ხალხისაა, ეს შირმაა. ამაღელვებელი სიტყვით გამოსვლისას, ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, ტაშს რომ მოწყვეტს პუბლიკას. ეს ფრაზა რენომესთვის არის კარგი, თორემ "დინამო" ხალხის დიდი ხანია აღარაა. "დინამო" ოლიგარქების ხელიდან ხელში გადადის.

14:38 | 11.12.2013
chamilo (33560)

ალბათ თავისი ნებით წამოვიდა თორე ამ მცირე დროში მართლაც დიდი საქმე გააკეთა,არაფრისგან გუნდი შექმნა და მოწინავეა ერთერთი ჰოლანდიაში,ისე მართლაც კარგი იქნება რომ მოკიდოს რომელიმე ქართულ კლუბს ხელი,ნამდვილად იცის მუშაობა

14:34 | 11.12.2013
deqstera (1407)

ჩამოვიდეს საქართველოში ეხლა, რომელიმე კლუბი იყიდოს და ვიტესის ფარმ-კლუბი გააკეთოს :P დინამოსაც კონკურენტი ეყოლება, ჩემპიონატიც გაძლიერდება და ტორპედოსთან ერთად კიდე ერთი გუნდი იქნება სადაც ახალგაზრდებს შანსი მიეცემათ აუ რა ოცნებებში წავედი :P

14:30 | 11.12.2013
giorealist (2121)

მაჩანჩალა გუნდი პირველ ადგილზეა და რა ჯანდაბა უნდათ..

0.073091