თამაშგარე

11:00 | 31.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ივან სამორანო ცოლმა წარმოაჩინა

ჩილეს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ივან სამორანოს შესახებ ბოლო დროს ევროპის სპორტულ პრესაში თითქმის აღარაფერი იწერება. არადა, ფეხბურთელობის ჟამს ივანი ურიგო ფეხბურთელი ნამდვილად არ ყოფილა და სადაც სხვა იყო, მასზე არანაკლებად არც ”ივანე მრისხანედ” წოდებული ჩილელი აგორებდა ბურთს.
მიუხედავად იმისა, რომ სამორანო ევროპულ სპორტულ პრესას მიავიწყდა, იგი ჯერ ისევ კარგად ახსოვთ ”ყვითელი პრესის” მოყვარულებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი სამორანოს ცოლი, ლათინოამერიკული სერიალების მსახიობი მარია ალბეროა, რომლის გულის დასაპყრობად თავის დროზე არაერთი ლათინოამერიკელი ბრგე ვაჟკაცი იღწვოდა, მაგრამ ყველას ჩილელმა ფეხბურთელმა დაასწრო.
მარია ალბერო მორიდებული და დამყოლი ხასიათით ნამდვილად არ გამოირჩევა. კაცმა რომ თქვას, ივან სამორანოც მგზნებარე ქცევის კაცია და სხვა ვინ ჩაუვარდებოდა გულში, თუ არა მარია, რომელიც აგერ უკვე 42 წლის მოიყარა, მაგრამ ძველებურად დაკუნტრუშებს და არაერთ ყმაწვილქალს აჯობებს სინატიფეში.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086899