ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ კოტდივუარელი თავდამსხმელის დიდი დროგბას მიწვევის ფაქტი უარყო.
“დროგბა თავისუფალი აგენტია და შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ ამ ვარიანტს არ განვიხილავთ” - იუწყება იტალიური პრესა მაროტას სიტყვებს.
აფრიკელ ფეხბურთელს “გალათასარაისთან” კონტრაქტი ამა წლის ივნისში უმთავრდება და ის თურქულ კლუბში კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს.
დროგბა, რომელიც ამჟამად 35 წლისაა, სტამბოლურ კლუბში 2012-2014 წლებში თამაშობდა და 53 მატჩში 20 გოლი გაიტანა.