ტურინის “იუვენტუსი” ნახევარმცველ არტურო ვიდალს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
თუკი მხარეები შეთანხმდებიან, ჩილელი “ბებერ სინიორასთან” 2018 წლამდეგაახანგრძლივებს ხელშეკრულებას. მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო გახდება.
აღსანიშნავია, რომ ვიდალის შეძენა ერთბაშად რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, რომელთა სიაშიც “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “ბაიერნი”, “რეალი” და პსჟ არიან. თავის მხრივ, “იუვენტუსს” ნახევარმცველის დათმობა არ სურს და კონტრაქტის გახანგრძლივებასაც ამიტომ ჩქარობს.









