ფეხბურთი

13:08 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტურბე “რეალსაც” სურს

მადრიდის “რეალი” “პორტუდან” “ვერონაში” იჯარით მოთამაშე ხუან იტურბეს შეძენით დაინტერესდა. Italian Football Daily-ს ცნობით, “სამეფო კლუბი” 20 წლის არგენტინელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შეეცდება.

“ვერონა” იტურბეს გამოსყიდვის უპირატეს უფლებას ფლობს. იტალიელებს შემტევის შეძენა 15 მილიონ ევროდ შეუძლიათ და მზად არიან, არგენტინელი ამავე ზაფხულს 25 მილიონ ევროდ გადაყიდონ.

რამდენადაც ცნობილია, “რეალის” გარდა, იტურბეს შეძენა “რომას”, “იუვენტუსს”, “ლივერპულსა” და “არსენალს” სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17036