ჩოგბურთი

15:55 | 8.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მომავლის იმედად

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში გადასვლა ვერც ამჯერად მოახერხა. ლალი ზერეკიძის შეგირდებმა პორტუგალიასთან ნახევარფინალური მატჩი 0:2 წააგეს და მომავალ წელსაც მეორე ჯგუფში თამაში მოუწევთ.

გადამწყვეტ შერკინებაში თათია მიქაძე მარია ჟოაო კოელერთან 2:6, 2:6 დამარცხდა, სოფო შაფათავას კი მსოფლიოს 165-ე ჩოგან მიშელ ლარჩერ ბრიტოსთან გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, 6:3, 4:6, 6:7 (6:8) წააგო. შესაბამისად, წყვილთა მატჩის ჩატარება საჭირო ისევ არ გამხდარა.
I ჯგუფში ასპარეზობის უფლება, პორტუგალიელებთან ერთად, ბოსნია-ჰერცეგოვინამ მოიპოვა, რომელმაც ფინეთს 2:1 სძლია, III ჯგუფში კი სომხებთან ერთად მაროკო დაქვეითდა.
საფრანგეთში, კან სურ მერის 100-ათასიან ტურნირზე, ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა ანა ტატიშვილმა, რომელიც ამჯერად ნაკრებში ვერ ვიხილეთ. წყვილთა მეოთხედფინალში, ტატიშვილი და რუსი სავინიხი ფრანგულ დუეტთან (დე გუბერნატისი-ფერანო) 3:6, 2:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084538