ფეხბურთი

12:31 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიელთა ქართული მოლოდინი

 

ომანთან ამხანაგურ თამაშში, დამსწრეთა რაოდენობა მიზერული იყო, ტრიბუნაზე აქა-იქ, მეჩხრად ისხდნენ გულშემატკივრები. ესე იყო საქართველოსთან ამხანაგურშიც, გასული წლის ივნისის თვეში.

კავკასიელთ, ჯოვანი ტრაპატონის ირლანდიამ 4-0 მოუგო _ შეხვედრის საწყის პერიოდში, მოწინააღმდეგე მოედანზე ათი კაცით დარჩა, კაცნაკლულთ კი, დარჩენილ დროში არაფერი გამოსდიოდათ, გარკვეულწილად, ამ ფაქტმა განაპირობა თამაშის სცენარი, მაგრამ ეს არ იყო ოფიციალური მატჩი.

მაგრამ რას შეიძლება ველოდოთ კვირას თბილისში, შესარჩევის პირველ შეხვედრაში?

ვადევნოთ თვალყური

მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ნახევარმცველი ნამდვილი ტალანტია. იყო დრო, ჯანო ანანიძით დასავლეთ ევროპული კლუბები, “ლივერპული” და ლონდონის “არსენალი” დაინტერესდნენ.

ირლანდიასთან გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში, ანანიძე თანაგუნდელმა გიორგი ლორიამ “იმსხვერპლა”. მატჩის საწყის პერიოდში, მე-20 წუთზე, ქართველთა გოლკიპერმა წითელი ბარათი მიიღო და მწვრთნელმა შეცვალა. ვისაც სურდა ანანიძის თამაში ეხილა, იმედგაცრუებული დარჩა.

21 წლის ქართველი, აიდენ მაგკიდის ყოფილი თანაგუნდელი ჯანო, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრების წესით “როსტოვში” გაატარა, საფეხბურთო სამყარომ 2009 წელს, 17 წლის ასაკში გაიცნო.

ბოლო სეზონში ანანიძემ 3 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა როსტოვული კლუბისთვის.

ერთი ასეულის მეოთხედი – ასეთია ანანიძის თამაშთა რაოდენობა საქართველოს ნაკრებში და ბოლო მატჩში, მარტში, ლიხტენშტეინთან შეხვედრაში გოლით და საგოლე გადაცემით დაეხმარა თანაგუნდელთ.

“როსტოვში” კარგად თამაშობდა, ამ კლუბში კი მისი მაისურის ზურგზე აღარ ეწერა 49 ნომერი.

ტაქტიკა

შენ, შესაძლოა, გახსოვს თავგადაპარსული მწვრთნელი თემურ ქეცბაია წინა საუკუნის მიწურულის ნიუკასლ “იუნაიტედის” კადრებიდან; სენტ ჯეიმს პარკელთა გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებს 2009 წლიდან წვრთნის, 46 წლის სპეციალისტი 4-2-3-1 ფორმაციის ერთგულია.

შავიზღვისპირელთა შემადგენლობიდან, ბომბარდირული თვისებებით არავინ გამოირჩევა. მუნდიალის შესარჩევ ციკლში, საქართველომ 3 გოლი გაიტანა.

დღევანდელი ვითარება

ბოლო ამხანაგურებიდან, საქართველოს ნაკრებმა ორ თამაშში გაიხარა, ერთში კი დამარცხდა. ლიხტენშტეინსა და საუდის არაბეთს ერთნაირი ანგარიშით, 2:0 მოუგო, ხოლო ბოლო მატჩში გაერთიანებულ საამიროებთან, მინიმალური სხვაობით წააგო. ეს მოხდა ივნისის თვეში შვეიცარიაში.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5 ქულა მოიპოვეს, როცა ესპანეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ბელორუსი და საქართველო ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. კავკასიელები საშინაო შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ იმ დროისთვის მოქმედ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან, ხოლო ფრანგებთან თბილისში გამართულ მატჩში გოლი არ გასულა, ეს მოხდა იქ, სადაც მეტოქეთ სთავაზობენ გააფთრებულ ბრძოლას თითოეული ქულისთვის და დღეს მათი სტუმარი, ირლანდიის ნაკრებია. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ონილის გუნდს იოლი თამაში არ ელის.

2013 წლის სექტემბრის ერთი დღე ცუდად ახსენდებათ, როცა “დინამო არენაზე” 0-1 ფინეთთან წააგეს.

 

დიმიტრი შარიქაძე

ირლანდიურ ვებგვერდ www.newstalk.ie –ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, სტატიის ავტორია რალფ დიალო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117995