ირანულ თავრიზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე რვა ტურის პარტიები მიილია, ქართველმა მოჭადრაკეებმა კი მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს. 20TH FAJR International Open Chess Tournament-ის ერთპიროვნული ლიდერი მასპინძელი ეშან მაგამი გაემია (2570), რომლის აქტივშიც 7.0 ქულაა, გაიოზ ნიგალიძე (2460), ლევან ფანცულაია (2592) და შოთა აზალაძე (2403) კი მას 0.5 ქულით ჩამორჩებიან.
ლიდერთაგან შორს არც ბაჩანა მორჩიაშვილია (2372), რომელსაც 6.0 ქულით მე-9 ადგილი უკავია, ხოლო მალხაზ სულაშვილი, 5.5 ქულით მე-14-ეა. მე-9 ტურში აზალაძე გაემის ეთამაშება, ფანცულაია – აზერბაიჯანელ ვუგარ რასულოვს (2537, 6.0 ქულა), ნიგალიძე – მორჩიაშვილს, ხოლო სულაშვილი – ირანელ აფშინ მოგადამიანს (2168, 5.5).
შეგახსენებთ, რომ ირანულ ტურნირში მოასპარეზე 12 ქვეყნის წარმომადგენელ 122 მოჭადრაკეს შორის 13 დიდოსტატია. ტურნირი შევცარიული სისტემით, 11 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი დოლარია.
სომხეთში დასრულებულ ანდრანიკ მარგარიანის სახელობის ტურნირზე, 12 მონაწილეს შორის მე-9 ადგილი დაიკავა გიორგი ბაღათუროვმა (2449). ქართველმა მოჭადრაკემ დასკვნით ტურში მასპინძელი დავიდ კალაშიანი (2419) დაამარცხა და 11 შესაძლებლობიდან 5.5 ქულა მოაგროვა. ჩემპიონის ტიტული 7.5 ქულით რუსმა ფავორიტმა ვლადიმირ ბელოუსმა (2522) მოიპოვა.







