თამაშგარე

12:17 | 10.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ირანელებმა რუს გოგონებს ტანსაცმელი არ გაახდევინეს

გუშინ, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, რუსეთის ნაკრებმა ირანის გუნდთან თავისმომჭრელად წააგო და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური მატჩის ხასიათს ატარებდა, რუსეთის ნაკრების ქომაგებს 9 თებერვალი ალბათ კიდევ დიდ ხანს ემახსოვრებათ.
ეს მატჩი განსაკუთრებით ცუდად ალბათ, მაინც მოსკოვის უნივერსიტეტის იმ სტუდენტ გოგონებს დაამახსოვრდებათ, რომლებმაც რუსეთის უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად ტანსაცმელი შემოიძარცვეს და ასე გამოხატეს მათი პრემიერისადმი ტრფობა.  სტუდენტმა გოგონებმა მაშინ საკმაო ფულიც იშოვნეს.
სტუდენტების ამ ჯგუფს, როგორც ჩანს ძალიან აშფოთებდათ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული სექსთან დაკავშირებული აკრძალვები. ამიტომ რუსეთ-ირანის შეხვედრაში, თუკი მატჩს რუსები მოიგებდნენ, ირანელთათვის ნიშნის მოსაგებად, ამ შუა თებერვალში სტადიონზე ტანსაცმელი უნდა გაეხადათ და სპარსთათვის “დედა რუსეთის“ ესოდენი “ძალმოსილება“ ამ გზით უნდა ეჩვენებინათ.
მუხთალმა ნიკეამ გუშინ გამარჯვება ირანელებს არგუნა, რამაც ირანული ფეხბურთის ისტორიაში ერთი ლამაზი ფურცლის შექმნა გვამცნო. რუსი გოგონები კი, შინ თავჩაღუნულნი და გაუხდელნი წავიდნენ. ყოველ შემთხვევაში, საღამომდე გაუხდელნი... მერე კი, ვინ იცის...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089797