სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ, “ქუთაისი-2010”-თან პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში, 13 შესაძლებლობიდან 8 სამქულიანი გამოიყენა და ერთ შეხვედრაში ჩაგდებული სამქულიანებით, მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ სამქულიანების ძველი რეკორდი (6 სამქულიანი) სამ კალათბურთელს: ლევან რევაზაშვილს (“მაკაბი”), ბექა წივწივაძეს (“არმია”) და მალხაზ აბაიშვილს (“რუსთავი”) ეკუთვნოდა. აბაიშვილმა მისივე რეკორდი “არმიასთან” პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გაიმეორა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიხეილ ბერიშვილს და მიხეილ ჭოჭუას პროცენტულად თითქმის საუკეთესო შედეგები აქვთ
კაია ნელ ნელა იმატებს ჩვენი ჩემპიონატის დონეე