ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის მეუღლე იოლანდა ვან კასბერგენი მშვენიერთან ერთად, მეტად ეშმაკი ქალიც ყოფილა. ქმრის ღალატი თავიდან რომ აიცილოს, იოლანდას ძალიან მარტივი, მაგრამ გონივრული გამოსავალი გამოუძებნია და ეს მეთოდი, ეტყობა, ამართლებს კიდეც...
ერთი სიტყვით, ვარჯიშებისა და თამაშებისგან თავისუფალ დროს, თუკი ვესლი სადმე მიდის, ცოლიც ტუსტუსით უკან დაჰყვება და ტაიგაში მარტოსული ხის ნახვა უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე ცოლის გარეშე სადმე მისული ვესლი სნეიდერისა. როგორც ჩანს, იოლანდას აქვს ეჭვიანობის საფუძველი და ასე იმიტომაც იქცევა.
ფეხბურთელის მილანურ “ინტერში” გადაბარგების შემდეგ, იოლანდა ვან კასბერგენი და ვესლი სნეიდერი დაშორების პირას იყვნენ მისულები. ნიდერლანდელ იოლანდას მილანში ცხოვრება თავიდან რატომღაც არ სურდა, ვესლის კი ყოველ კვირას ჰოლანდიაში სირბილი არ შეეძლო. თუმცა, ახლა კი არიან გუგულებივით და მილანის კოხტა ქუჩებში მოსიარულენიც გამუდმებით შესციცინებენ ერთურთს...







