ფეხბურთი

15:54 | 10.01.2014 | ნანახია 1289 - ჯერ

“ინტერის” ექსნახევარმცველი: “ცხადაძე საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც აზერბაიჯანში ჩამოსულა”

ბაქოს “ინტერის” ყოფილი ნახევარმცველი როვშან ამირასლანოვი ნანობს, რომ თავის დროზე კახა ცხადაძესთან მუშაობაზე უარი თქვა.

“სამი წლის წინ დაშვებული შეცდომის გამო დავზარალდი. შევცდი, როდესაც  ისეთი მწვრთნელისგან წავედი, როგორიც ცხადაძეა. ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც ოდესმე აზერბაიჯანში ჩამოსულა. “ინტერში” უნდა დავრჩენილიყავი და ცხადაძის ხელმძღვანელობით პროგრესირება გამეგრძელებინა. 

“სიმურგში” იმ იმედით გადავედი, რომ ადრინდელ სათამაშო ფორმას დავიბრუნებდი. მქონდა თუ არა პრობლემები ჩიხრაძესთან? მასთან რა პრობლემები უნდა მქონდეს? ტრავმა ახალი მორჩენილი მქონდა და დიდი მონდომებით ვვარჯიშობდი, მაგრამ ჩიხრაძემ დუბლშემადგენლობაში გამიშვა, რაც კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ახსნა.

“სიმურგის” პრეზიდენტმა გუნდში დაბრუნება შემომთავაზა, მაგრამ ჩიხრაძესთან თამაში არ შემიძლია და არ მსურს” – იუწყება ამირასლანოვის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-ი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:12 | 10.01.2014
NGoLo KaNte (36472)

არც ისე

0.068938