თამაშგარე

11:52 | 14.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტას სასიყვარულო საწყისები

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ”ბარსელონას” ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის, ანდრეს ინიესტას ცოლი – ანა ორტისი სიამაყით აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება, მის თანამესაყდრეზე კარგი მამაკაცი და ადამიანი მეორე თუ დადის დუნიაზე.
”ანდრესი მხიარულია, კეთილი, ყურადღებიანი... რაც მას ვიცნობ, ყველაფერს აკეთებს, რომ მის გარშემო სხვებმაც თავი მშვიდად და კარგად იგრძნონ. ეს ადამიანი ყოველდღე მაოცებს თავისი კარგი თვისებებით და ვხვდები, რომ სწორედ ისაა ბედნიერება, რასაც მე ანდრესთან ერთად ყოფნის დროს განვიცდი” – აღმოხდა ანა ორტისს.
დასაწყისში კი ვთქვით, რომ ანა ორტისი და ანდრეა ინიესტა ცოლ-ქმარი არიან, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი კარგა ხანია ერთად ცხოვრობს და შესაბამისად, სარეცელსაც იზიარებს, მათ შორის ჯვრისწერის რიტუალი ჯერჯერობით არ შემდგარა. კათოლიკურ სამყაროში კი, ისევე როგორც ჩვენთან, სწორედ ჯვრისწერა წარმოადგენს ქორწინებისათვის აუცილებელ და უმთავრეს რიტუალს. თუმცა, სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი მარტივად მოსჩანს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089592