ფეხბურთი

16:35 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: “ბალოტელი იტალიაში საუკეთესოა”

იტალიური “მილანის” ყოფილი ფორვარდი ფილიპი ინძაგი მარიო ბალოტელის აქებს. “სუპერპიპოს” მიაჩნია, რომ “სკუადრა აძურას” თავდამსხმელი იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.

“მილანელთა შეტევის ხაზზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, მაგრამ ბალოტელი ცალკე უნდა აღვნისნო. ის იტალიაში საუკეთესო ფორვარდია. როგორც “მილანის” ქომაგს, იმედი მაქვს, მარიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება. ეს კლუბსაც წაადგებოდა და ეროვნულ ნაკრებსაც”, - განუცხადა ინძაგიმ Goal-ს.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი 24 აგვისტოს დაიწყება. პირველ ტურში, მილანელები “ვერონას” დაუპირისპირდებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107527