29 წლის უელსელი მოდელი იმოჯენ ტომასი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივრობით გაიცნო, ფეხმძიმედაა. იმოჯენი დაახლოებით 12 კვირის ორსულია, თუმცა, კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. პაპარაცებმა ლამაზმანი მეგობართან ერთად ვახშამზე მიმავალი დააფიქსირეს. ტომასს წითელი ფერის ტანზე გამოყვანილი კაბა ემოსა და შავი კულულები მაღლა ჰქონდა აწეული. იმოჯენი თავის პირველ შვილს ნოემბერში, ბოიფრენდ ადამ ჰორსლეისგან ელოდება.







