“ერმისმა”, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი ილურიძე შეემატა, კვიპროსის სუპერთასი მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელის გარეშე “ერმისმა” აპოელ-ი 2:1 დაამარცხა და წელს პირველ ტიტულს დაეუფლა. 22 წლის ილურიძე 18-კაციან განაცხადში არ იყო.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში, ტურკუს “ინტერი” გასვლაზე ჰიკ-თან 0:2 დამარცხდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ტურკუელებს ირაკლი სირბილაძე დაუბრუნდა, მაგრამ ამ ფაქტმა სტუმრები წაგებისგან ვერ იხსნა. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი იასპარეზა. “ინტერს” 26 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) დაუგავპილსის “დაუგავამ” თანაქალაქელ “დაუგავაპილსს” სტუმრად 2:0 აჯობა. გამარჯვებულებში ბიძინა ცინცაძემ თავიდან ბოლომდე იასპარეზა. გიორგი ხუმარაშვილი, გიორგი ჩიხრაძე და ჯემალ ჯალიაშვილი, რომლებიც სეზონის მსვლელობისას “დაუგავაში” თამაშობდნენ, ბოლო ტურებში 18-კაციან განაცხადშიც ვერ ხვდებიან. “დაუგავა” 47 ქულით მე-4 ადგილზეა.
“იურმალამ” თავის მოედანზე “იელგავასთან” 0:2 წააგო. გიორგი დიაკვნიშვილმა მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “იურმალა” 7 ქულით აუტსაიდერია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კვიპროსშიც არ ათამაშებენ ვაჰ.
ილურიძემ ვერ ნახა სასურველი კლუბი, სამწუხაროდ გორის დილა დაშალენ, არადა ძალიან კარგი გუნდი იყო, 2 სეზონი იგივე შემადგენლობით რომ ეთამაშათ შედეგს დადებდნენ , მაგრამ მასე არის თითქმის ყველა ქართული კლუბი.ფულს ცადებენ და ეგრევე შედეგი უნდათ.