კვიპროსის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-10 ტურშო, კვიპროსის “ანორთოსისმა”, სადაც შოთა გრიგალაშვილი ირიცხება, თავის მოედანზე ლარნაკას აეკ-ს ვერ მოუგო – 1:1.
გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 79-ე წუთიდან ჩაერთო. “ანორთოსისს” 19 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-5 ადგილზეა.
ხორვატიის პირველ ნაციონალურ ლიგაში სპლიტის “ჰაიდუკმა” შინ “ოსიეკს” ვერ აჯობა – 1:1. გამოჯანმრთელებული ილურიძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ სპლიტელთა ქართველმა შემტევმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში შოტლანდიისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. “ჰაიდუკს” 35 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-10 ტურში “ჟილ ვისენტე” გასვლაზე “მარიტიმუსთან” 2:3 დამარცხდა. ავთო ებრალიძეს სტუმართა რიგებში დისკვალიფიკაციის მიზეზით არ უთამაშია.
ბელარუსის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა ბრესტის “დინამომ”, რომელშიც უჩა გოგოლაძე გამოდის. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ბრესტელებმა შინაურ კედლებში “მინსკს” 1:0 მოუგეს და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს 4 ქულით უსწრებენ. გოგოლაძე “მინსკთან” მატჩში 18-კაციან განაცხადში არ იყო.
უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-20 ტურში, გათამაშების ლიდერმა დონეცკის “ოლიმპიკმა”, რომლის კარსაც ზაურ მახარაძე იცავს, ალჩევსკის “სტალი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მახარაძემ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი 16-გუნდიან სატურნირო ცხრილს სათავეში 44 ქულით უდგას.
“მიკოლაევმა”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია თამაშობს სტუმრად “ავანგარდთან” 1:3 წააგო. ქართველი მარცხენა მცველი მოედანზე მე-80 წუთზე შეცვლაზე შევიდა. “მიკოლაევს” 18 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-15 პოზიციაზეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის 25-ე ტურში, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი” ბელგოროდში ადგილობრივ “სალიუტს” დაუზავდა – 0:0. მერაბ ურიდიამ “ნეფტეხიმიკში” 86-ე წუთიდან ითამაშა. ნიჟნეკამსკელებს 15 ქულა აქვთ და 19 გუნდში მე-18 ადგილზე იმყოფებიან.
ვლადიკავკაზის “ალანია”, სადაც გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ირიცხებიან, უფინანსობის გამო ვლადივოსტოკში “ლუჩთან” სათამაშოდ ვერ გამოცხადდა, რის გამო, 0:3 წაგება ჩაეთვალა. ამის მიუხედავად, “ალანიას” 46 ქულით მეორე ადგილი უკავია.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-17 ტურში, “უნტერჰახინგი” “ოსნაბრუკს” ეწვია და 1:3 წააგო. ლუკას ჰუფნაგელი, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “უნტერჰახინგს” 27 ქულა აქვს და 20-გუნდიან მე-3 ლიგაში მე-4 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი შოუბერე კაცური კაცი
ნეტა როდის მოვა ის დრო,სულ ინგლის იტალის ესპანეთის და გერმანიის ლეგიონერებზე იწერებოდეს ....იმედია მოვაა !!!
მოსვლით ალბათ მოვა მარა ჩვენ მოვესწრებით თუ არა ეგ არ ვიცი


მერე ქეცბაიას შემტევ ფეხბურთს და შედეგს სთხოვან


ნაკრების თამაშები რომ ჩაივლის ყველა უცებ მომჯობინდება ხოლმე
რაღაც საეჭვო დამთხვევაა
გვატყუებ რაღაცას ...
)
ცოტაც და ვიფიქრებდი მართლა დამიწერა თქო
)))
რა გუნდები და ლიგებია დამეთხარა თვალები ...
ჰუფნაგელს დიდი მომავალი აქვს
) ვგონებ , მამით არის გერმანელი ...
) ამან ითამაშა ნაკრებში და , ის ტრიპაჩი გოგია არ ჩამოეთრა აქ !
)
ჩამოვა ეგ გოგია ასე მგონია მე და რავიცი


ამ ხალხიდან გრიგალაშვილი ყველაზე მაგარია ნა დარწმუნებული ვარ ძმასთან ერთად ნაკრებშიც გაქაჩავს
ალანიას რა გაუჭირდა ?