თამაშგარე

15:59 | 23.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ილარის ჩესკო ენატრება

იტალიური “რომას” 35 წლის ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის მოდელი მეუღლე ილარი ბლაზი საოჯახო ვილა საბაუდიაზე ისვენებს, რომელიც რომის სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ლამაზმანი არდადეგებს თავის შვილებთან - კრისტიანთან და შანელთან ერთად ატარებს.
ტოტი კი, ვარჯიშობს და მომავალი სეზონისთვის ემზადება. ეტყობა, ილარის მეუღლე ძალიან ენატრება, რადგან პაპარაცებმა მპ3-პლეიერით მუსიკის სმენისას სანაპიროზე სევდიანად მოსეირნე დააფიქსირეს.
ბლაზის სურს, რომ ტოტიმ საფეხბურთო კარიერა მალე დაასრულოს. “ფრანჩესკო ზედმეტად შრომისმოყვარე რომ არ ყოფილიყო, ფეხბურთიდან დიდი ხნის წინ წავიდოდა, - განაცხადა ილარიმ, – მაგრამ მას კიდევ ბევრის მიღწევა სურს და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცამ ზარმაცი უწოდა! ეს ჩვენთვის დიდი შეურაცხყოფაა”.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089484