ფეხბურთი

13:50 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

იგორ ტუდორი: “დიდი იმედი მაქვს, რომ “დილას” გოლს საპასუხო მატჩში გავუტანთ”

სპლიტის “ჰაიდუკის” მთავარი მწვრთნელის იგორ ტუდორის აზრით, უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის “დილა” ხორვატიაში გამარჯვებას არ იმსახურებდა.

“ქართველები პირველი მატჩის მოგებას არ იმსახურებდნენ. ჩემს ბიჭებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, ვუთხარი, რომ წინ ბევრი ასეთი თამაში ელით, როდესაც უპირატესობა ექნებათ, მაგრამ წააგებენ. ეს ფეხბურთია და სწორედ, ამიტომ გვიყვარს, რომ არაპროგნოზირებადია. გორის “დილა” ორგანიზებული გუნდია, რომელსაც კვალიფიციური მოთამაშეები ჰყავს.  თუმცა, ამ გუნდის თამაში როგორ დავახასიათო არ ვიცი. მე ასეთი თამაში არ მიყვარს, რადგან მის გამო ხალხი სტადიონიდან მიდის. თუმცა, მან ამ შემთხევვაში მეტოქეს წარმატება მოუტანა. შეუძლებელია, რომ სამი მატჩის განმავლობაში გოლი არ გაუშვა და ასე ითამაშო. ძალიან უჩვეულოა. ვერ გეტყვით ეს იღბალია, კარმაა თუ კიდევ სხვა რამ. დიდი იმედი მაქვს, რომ “დილა” გოლს საპასუხო მატჩში მიიღებს. ჩვენ კარში 19-ჯერ დავარტყით და ბურთის ფლობის 67 პროცენტი გვქონდა. ამ დროს “დილამ” ჩვენი კარის მიმართულებით მხოლოდ ორჯერ დაარტყა. მეტოქეს ერთი შანსი ჰქონდა და გოლი გაიტანა, ხოლო ჩვენ 5 შანსი გვქონდა და ვერ გავიტანეთ” – იუწყება ტუდორის სიტყვებს ხორვატული პრესა.

 

0.114722