ფეხბურთი

11:34 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

იენს კელერი: “ბაზელი” ფავორიტია”

გელზენკირხენის “შალკეს” მთავარი მწვრთნელი იენს კელერი უეფას ოფიციალურ საიტს მომავალი თამაშის შესახებ ესაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, შვეიცარიულმა “ბაზელმა” “ჩელსი” ლონდონში 2:1 დაამარცხა, ხოლო “შალკემ” საკუთარ მოედანზე რუმინულ “სტიაუას” 3:0 სძლია. მეორე ტურში გერმანული კლუბი შვეიცარიაში “ბაზელს” ეთამაშება და გელზენკირხენელთა თავკაცი ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევს.

“ჩვენ მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ, იმ “ბაზელთან”, რომელმაც ლონდონში იმარჯვა და ამრიგად, მე მას ფავორიტად მივიჩნევ. ამ გუნდის ძალა ტაქტიკურ მოხერხებულებაშია. თამაშის დროს მას ტაქტიკის რამდენჯერმე გადაწყობა შეუძლია. ჩვენ ეს “ჩელსისთან” მატჩში კარგად დავინახეთ. ვალენტინ შტოკერი ძალიან კარგი ფეხბურთელია შესაშური თვისებებით, მაგრამ ჩვენს გუნდშიც არიან მაღალი დონის შემსრულებლები. ძლიერი შემსრულებისგან თავი გუნდმა უნდა დაიცვას და არა ერთმა რომელიმე ფეხბურთელმა. ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ და ვაჩვენებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ვფიქრობ, მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ” - განაცხადა კელერმა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111984