ფეხბურთი

22:45 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

იენს კელერი - ახალგაზრდობა, იმედი ხვალის...

გელზენკირხენის “შალკეს” დამრიგებელმა იენს კელერმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის “სანტიაგო ბერნბეუზე” გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს და სათანადო გამოცდილების მისაღებად დატვირთავს.

“ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ამ დონეზე ასპარეზობა ჩემ შეგირდებს სასიკეთოდ წაადგებად. უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე საკუთარ კედლებში გამოვედით. უფრო მეტად კომპაქტურად თამაში გვმართებს და “რეალს” გაშლილი ფრონტით შეტევის შესაძლებლობა უნდა მოვუსპოთ. მრისხანე მეტოქის არ გვეშინია, საუკეთესო თვისებების გამოვლენა გვმართებს. სადღეისოდ “რეალი” და “ბარსელონა” პლანეტის უძლიერესი გუნდები არიან. რეალისტებად ვრჩებით – მადრიდელებთან 2 მატჩის ჯამში წარმატების შანსი არ გვაქვს, მაგრამ მაგალითს ლევერკუზენის “ბაიერისგან” ავიღებთ, რომელიც პსჟ-ს საპასუხო მატჩში ვაჟკაცურად ებრძოდა”, - ამბობს კელერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116382