ფეხბურთი

21:27 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია სტარმა” ბულგარელებს 2:1 სძლია

 თბილისის “იბერია სტარმა” მოგებით დაიწყო უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდი. უნგრეთის ქალაქ დიორში ქართულმა კლუბმა 2:1 სძლია ბულგარულ “ვარნას”.

ამ ორი კლუბის გარდა, II ჯგუფში გამოდიან უნგრული “დიორი” და სერბული “სარაევო”. ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორი გუნდი გადის.

გაუჭირდა “იბერია სტარს” და გოლები ბოლო 10 წუთში გაიტანა, კერძოდ, ირაკლი თოდუამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა. მეტოქემ წუთნახევრით ადრე ერთი ბურთი გაქვითა და მალევე, გიორგი ტიკურიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. ბოლო ერთ წუთში ძალიან დაძაბული თამაში მიმდინარეობდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რომ იოლად ვერ მოიგებდა: გუნდს აღარ ჰყავს ბრაზილიელი ლეგიონერები, დაუფინანსებლობამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კლუბს. და მაინც, გამარჯვება გამარჯვებაა - სასიხარულოა, რომ 3 ქულით დავიწყეთ.

 იბერია სტარი - ვარნა 2:1 (0:0)

იბერია სტარი: აკოპოვი (მეკ), ძაბირაძე, კაკაბაძე, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი; ბუკია, სიგუნავა, თიბილაშვილი, ლუკავა, თოდუა, თოთლაძე, ტიკურიშვილი.

მწვრთნელი: ალექსანდრე სარქისიანი.

გოლები: 1:0 თოდუა (31), 2:0 ჯვარაშვილი (34), 2:1 სტანკოვიჩი (39).

 

2 ოქტომბერს, 18:30 საათზე “იბერია სტარი” “სარაევოს” შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში, 4 ოქტომბერს მასპინძელ “დიორთან” გაარკვევს ურთიერთობას.

0.131142