ფეხბურთი

12:32 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია-სტარი” ძირითად ეტაპს “რეკორდით” იწყებს

ფუტსალში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “იბერია სტარი” ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა, სადაც უეფას თასის გათამაშების ძირითად ეტაპზე ითამაშებს.

მე-2 ჯგუფში თბილისელების მეტოქეები რიგის “ნიკარსი”, ბულგარეთის ვარნას “გრან პრო” და პოლონეთის ბიელსკო-ბიალას “რეკორდი” იქნებიან.

2 ოქტომბერს “იბერია სტარი” “რეკორდს” შეხვდება. თამაში თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. 3 ოქტომბერს ქართველები “ვარნას” დაუპირისპირდებიან და მატჩი სტარტს იმავე დროს აიღებს. 5 ოქტომბერს, თბილისელები “ნიკარს” ეთამაშებიან და შეხვედრა 17 საათზე შედგება.

ძირითადი ეტაპის 6 ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში იასპარეზებენ, სადაც მათ რეიტინგის ლიდერები ესპანეთის “ბარსელონა”, ყაზახეთის “ქაირათი” და პორტუგალიის “სპორტინგი” დაემატებიან.  

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116424