თბილისის “იბერია სტარი”, რომელიც უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩებს ბაქოში გამართავს.
ინტერნეტგამოცემა აზერისპორტ.ცომ-ის ინფორმაციით, “იბერია სტარი” აზერბაიჯანულ კლუბ “არაზს” ორჯერ დაუპირისპირდება. მატჩები “აბუ არენაზე” 10 და 11 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს, “ოთხთა ფინალის” ნახევარფინალში, “იბერია სტარი” მოსკოვის “დინამოს” შეხვდება.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო