თამაშგარე

13:56 | 13.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

იანსენი ირჩევს ხარისხს!

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი – მარსელ იანსენი დიდი ხანია, რაც ცნობილ მოდელს - ჯულია გოდიცკეს ხვდება. ძალიანაც რომ მოინდომოთ, მაინც გაგიჭირდებათ ჯულიას ეროვნების დადგენა, რამეთუ ამ შხვართი გოგონას ვენებში 10-ზე მეტის ერის სისხლი ჩქეფს და გადმოჩქეფს. მარსელისა და ჯულიას გერლფრენდ-ბოიფრენდობა საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ეს წყვილი ყველგან ერთად დადის. ცხოვრებისეული ბედნიერება კი ორივეს სახეზე აწერიათ.
რამდენიმე დღის წინათ, მარსელ იანსენმა თავის გულისსწორს, ”მერსედესის” მარკის ახალი ავტომობილი აჩუქა. ამ საჩუქარმა ჯულია გოდიცკე ერთობ აღაფრთოვანა და ეს სიხარული არც ჟურნალისტებთან დაუმალავს.
სანამ ჯულიას შეხვდებოდა, მარსელ იანსენი სხვა ქალთან პაპარაცებს არასოდეს უნახავთ და მისი ეს “კარჩაკეტილობა“ გერმანიაში ბევრს საქილიკოდაც ჰქონდა, მაგრამ ჯულიას გაცნობის შემდეგ, იანსენმა დაამტკიცა, რომ ერთი და ხარისხიანი გერლფრენდი ბევრსა და უხარისხოს ბევრად სჯობს!
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173806