თამაშგარე

13:45 | 21.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

იანკოვიჩი იანოვიჩს დაშორდა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 27 წლის სერბმა ელენა იანკოვიჩმა და 28 წლის წყალბურთელმა მლაჯან იანოვიჩმა 4-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დაასრულეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარიერისა და პირადი ცხოვრების შეუთავსებლობის გამო ისინი რამდენიმე თვის წინათ დაშორდნენ ერთმანეთს.
ელენა და მლაჯანი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე დაახლოვდნენ და მას შემდეგ, ძალიან მყარი სასიყვარულო ურთიერთობა ქონდათ. თუმცა, კარიერამ მათ სიყვარულს ხელი შეუშალა და წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ელენამ და მლაჯანმა წლეულს ცალ-ცალკე დაისვენეს. მეტიც, იანოვიჩი იტალიაში, ახალ შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167538