ფეხბურთი

15:28 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იაგელონიამ"' ქართველების გარეშე ითამაშა

"იაგელონიამ" ტესტ-მატჩი გამართა პოლონეთის პირველლიგელ "გრიფთან" და 3:1 იმარჯვა. ქართველებს არ უთამაშიათ; ნიკა ძალამიძის ამბავი გასაგებია, რადგან ჯერაც ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო გიორგი ფოფხაძის არყოფნის მიზეზი მწვრთნელმა სტოკოვიეცმა ახსნა.

"მას მცირე ტრავმა აწუხებს და ამიტომაც დავასვენეთ".

აქვე ვთქვათ, რომ ძალამიძე პოლონეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპის განახლებისთვის მზად იქნება. მანამდეც ჩაატარებს საკონტროლო შეხვედრებს.

ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" კი "გლადბახთან" ამხანაგური მატჩი წააგო – 0:3. "კობიმ" მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა: საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.

0.121947